სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახალ ხელმძღვანელად რამაზ თათარაშვილი დაინიშნა – გიორგი პატარიძემ თანამდებობა პროკურატურის რეკომენდაციის შემდეგ დატოვა
Sybiha reacts ironically to idea of nominating Orbán for UN Secretary-General
Zelensky: Hegseth’s approval for Patriot missiles has been pending for nearly a month
პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ თანამდებობიდან გათავისუფლება მოითხოვა – მანამდე პროკურატურამ მისი უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაცია გასცა
ზაზა ბიბილაშვილი: „ქართული ოცნების“ სარჩელის დაკმაყოფილება 2008 წელს რუსეთის სამხედრო აგრესიის ლეგიტიმაციას ნიშნავს
პროკურატურა პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს – გიორგი პატარიძის საკითხზე იუსტიციის სამინისტროს რეკომენდაციით მიმართეს
მიხეილ სააკაშვილი: ბათუმიდან წამოვა ტალღა, რომელიც თბილისში ამ რეჟიმს წალეკავს – ქვეყანა სრული გაპარტახებისკენ მიდის
გოგნის ქარის ელექტროსადგური – როგორ შეიძლება ერთმა ინვესტიციამ რამდენიმე სოფლის ეკონომიკა შეცვალოს

ნატო უკრაინის გვერდით დგას

ნახვები: 512 ნატო უკრაინის გვერდით დგას

ნატო უკრაინის გვერდით დგას და ასე იქნება, ვიდრე საჭიროა. პუტინმა დაიწყო ომი და მანვე უნდა დაასრულოს უკრაინიდან რუსული ძალების გაყვანით. ლუკაშენკომ უნდა შეწყვიტოს ბელარუსის თანამონაწილეობა ამ არალეგალურ კონფლიქტში, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომლის მთავარი თემა ნატო-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე განსახილველი თემები იყო.

იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ შეხვედრაზე, რომელიც ხვალ დაიწყება, მთავარი თემა იქნება რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომი. მისივე თქმით, შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს უკრაინის თავდაცვის მინისტრიც.

„ნატო-ს წევრი ქვეყნების მინისტრები შეხვდებიან ამ კვირაში, ტრანსატლანტიკური უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან დროს. ჩვენ შევაფასებთ მიღწეულ პროგრესს ნატო-ს თავდაცვისა და შეკავების კუთხით. მეტად გავაძლიერებთ ჩვენი კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვას, რასაც გავაკეთებთ „ჩრდილოეთი ნაკადი-2“-ის წინააღმდეგ განხორციელებული საბოტაჟის ფონზე. ჩვენ გავაძლიერებთ და განვამტკიცებთ მხარდაჭერას უკრაინისადმი, რათა მათ შეძლონ საკუთარი თავის დაცვის გაგრძელება და ტერიტორიების რუსეთის ოკუპაციისგან გათავისუფლება.

უკრაინას აქვს იმპულსი და აგრძელებს მნიშვნელოვან წინსვლას მაშინ, როდესაც რუსეთი სულ უფრო მეტად ირჩევს საშინელ, განურჩეველ დარტყმებს სამოქალაქო პირებსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე. პრეზიდენტი პუტინი წარუმატებლობას განიცდის უკრაინაში. მის მიერ განხორციელებული ანექსიის მცდელობა და ნაწილობრივი მობილიზაცია, ასევე უგუნური ბირთვული რიტორიკა წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვან ესკალაციას ომის დაწყების შემდეგ. ეს აჩვენებს, რომ ომი გეგმის მიხედვით არ მიდის. ნატო არ არის კონფლიქტის მხარე, თუმცა ჩვენი მხარდაჭერა გადამწყვეტ როლს თამაშობს“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ასევე ყურადღება გაამახვილა რუსეთის მხრიდან მომავალ ბირთვულ მუქარაზე. მისი თქით, პრეზიდენტ პუტინის ბირთვული მუქარები არის სახიფათო და უპასუხისმგებლო.

„რუსეთმა იცის, რომ ბირთვულ ომში გამარჯვება შეუძლებელია და ის არასდროს უნდა მოხდეს. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით რუსეთის ბირთვულ ძალებს. რუსეთის პოზიციებში რაიმე ცვლილება არ გვინახავს, მაგრამ ფხიზლად ვრჩებით. ხუთშაბათს გაიმართება ბირთვული დაგეგმარების ჯგუფის რეგულარული შეხვედრა. ნატო-ს ბირთვული შეკავების ფუნდამენტური ამოცანა ყოველთვის იყო მშვიდობის შენარჩუნება და აგრესიის პრევენცია. მომავალ კვირას ნატო გამართვას დიდი ხნის წინ დაგეგმილ შეკავების სწავლებას. ეს არის რუტინული წვრთნები, რომლესაც ყოველ წელს ვატარებთ“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

თავის გამოსვლაში სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატო გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას და პარალელურად გააძლიერებს ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგის თავდაცვას.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა