Russian forces attack two districts in Kyiv region
Russia loses 1,660 soldiers and three air defense systems in war against Ukraine over past 24 hours
Demchenko explains where border violators most often attempt to cross
Trump announces 'big things' in war with Iran
იტალია სკოლებში ბურქისა და ნიქაბის აკრძალვას და კლასებში უცხოელი მოსწავლეების რაოდენობის შეზღუდვას გეგმავს
მეკლენბურგ-წინა პომერანიაში AfD-მ არჩევნებში პირველი ადგილი დაიკავა — მერცის CDU მხარის პარლამენტში ვერ მოხვდა
ზელენსკი ტრამპთან საუბრის შემდეგ: ნიუ-იორკში შეხვედრაზე შევთანხმდით — ამ შეხვედრას ბევრი რამის შეცვლა შეუძლია
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებისთვის მსჯავრდებული დავით მიქაძე, ადვოკატის ინფორმაციით, საფრანგეთში დააკავეს

პაატა მანჯგალაძე:მდგომარეობა თანდათან დამძიმდება და ისინი დაიწყებენ "ეფესბეს" ნარატივებით ღიად საუბარს

ნახვები: 723 პაატა მანჯგალაძე:მდგომარეობა თანდათან დამძიმდება და ისინი დაიწყებენ "ეფესბეს" ნარატივებით ღიად საუბარს

ხალხის ძალა“ სინამდვილეში არის ფარსის ძალა - ასე აშკარა ბრძოლა ნათელსა და ბნელს შორის არ ყოფილა , - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც ამერიკულ დაფინანსებაზე "ხალხის ძალის" განცხადებას გამოეხმაურა.

მანჯგალაძემ წერილის ავტორები ფილიპე მახარაძეს და სერგო ორჯონიკიძეს შეადარა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი სინამდვილეში ისევ "ქართულ ოცნებას" წარმოადგენენ.

„ამ ადამიანების მდგომარეობა თანდათან დამძიმდება და ისინი დაიწყებენ "ეფესბეს" ნარატივებით ღიად საუბარს, ჩვენ ამას ვხედავთ. მთავარი სამიზნე არის აშშ და მისი ელჩი, აშშ- ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ თქვა, რომ თავდასხმა ელჩზე, არის თავდასხმა აშშ- ზე. ე.წ. გამოყოფილები აშშ- ის დაფინანსებაზე რომ საუბრობენ, მოდით, ჯერ იმაზე ისაუბრონ, ქართველი ხალხის ფული რაში იხარჯება, როგორ ჭამს წლებია "ქართული ოცნება" ასობით მილიონს. ასე აშკარა ნათელსა და ბნელს შორის ბრძოლა არ ყოფილა. ბრძოლა მიდის აღმაშენებლის, ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას ჯიშის ქართველებსა და ორჯონიკიძის, ფილიპე მახარაძის, ივანიშვილის, კობახიძის და ღარიბაშვილის ჯიშის ქართველებს შორის. ეს ორი იდეა ებრძვის ერთმანეთს და არავინ მოგატყუოთ რომ ვინმე გაყოფილი ან გამოყოფილია,"- განაცხადა მანჯგალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა