პენიტენციური სამსახური გელა ისაშვილის ბრალდებებს უარყოფს – პატიმარი გიორგი დავითაძის მიმართ სექსუალურ ძალადობასა და ციხის თანამშრომლების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს
თამარ ჩერგოლეიშვილი: „ფედერალისტები“ უარს ვამბობთ ივანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობაზე – ბრძოლა პოლიტიკურ ველზეა მოსაგები და არა ყალბ სასამართლო პროცესზე
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ღრმად შეშფოთებული ვარ შავ ზღვაში რუსეთის მორიგი ესკალაციით
შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონმა სატვირთო გემი ჩაძირა – ერთი მეზღვაური დაიღუპა, სამი დაკარგულია, რუმინეთი რუსეთს ადანაშაულებს
რომეო მიქაუტაძემ დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება გააფორმა – 3 წლით პატიმრობა, 1-მილიონიანი ჯარიმა და სახელმწიფოსთვის გადაცემული მილიონობით ლარის ქონება
საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა
No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია

ნინო ლომჯარია - დიახ, მინდა, ხალხს დავამახსოვრდე სახალხო დამცველად, რომელიც იცავდა მიხეილ სააკაშვილის და სხვა ადამიანის უფლებებსაც

ნახვები: 517 ნინო ლომჯარია - დიახ, მინდა, ხალხს დავამახსოვრდე სახალხო დამცველად, რომელიც იცავდა მიხეილ სააკაშვილის და სხვა ადამიანის უფლებებსაც

მე მინდა, დიახ, რომ ხალხს დავამახსოვრდე როგორც სახალხო დამცველი, რომელიც იცავდა მიხეილ სააკაშვილის და ნებისმიერი სხვა ადამიანის უფლებებსაც, რომლის დაცვაც შეიძლება, მმართველი პოლიტიკური ძალისთვის არ იყო მისაღები და სასიამოვნო, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პარლამენტში განაცხადა.

ლომჯარიამ უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ნინო წილოსანის კითხვას, რომ „სახალხო დამცველის ინსტიტუტი პირადი პოლიტიკური პრეფერენციების გამოსახატად აქციეთ და ხალხს თავი არა სახალხო დამცველად, არამედ სააკაშვილის დამცველად უფრო დაამახსოვრეთ. შეგვიძლია, ამაზე გამოკითხვაც ჩავატაროთ“.

ლომჯარიას განცხადებით, გამოკითხვები ჩატარებულია და ალბათ შედეგებიც ცნობილია, თუ რამხელა ნდობა აქვს როგორც სახალხო დამცველის ინსტიტუტს, ასევე პირადად სახალხო დამცველს.

„თქვენ თქვით, რომ საზოგადოებას დავამახსოვრდები როგორც სააკაშვილის სახალხო დამცველი და თუ გინდათ, გამოკითხვა ჩავატაროთ ამ საკითხთან დაკავშირებითო. გამოკითხვები პრინციპში ჩატარებულია და ალბათ ეს შედეგებიც იცით, თუ რამხელა ნდობა აქვს როგორც სახალხო დამცველის ინსტიტუტს, ასევე პირადად სახალხო დამცველს. დარწმუნებული ვარ, ამის შესახებ კარგად ხართ ინფორმირებული. დიახ, მე მინდა, რომ დავამახსოვრდე როგორც სახალხო დამცველი, რომელიც იცავდა მიხეილ სააკაშვილის უფლებებსაც და ნებისმიერი სხვა ადამიანის უფლებებსაც, რომლის დაცვაც შეიძლება, მმართველი პოლიტიკური ძალისთვის არ იყო მისაღები და სასიამოვნო. დიახ, მე მინდა დავამახსოვრდე როგორც სახალხო დამცველი, რომელიც იცავდა ყველა იმ პირს, რომლის უფლებების დაცვა არ იყო პოპულარული და რომლის გამოც, სახალხო დამცველი ხდებოდა თავდაცვის ობიექტი. მათ შორის ვიცავდი და დავიცავ ვადის ამოწურვამდე იმ პირებს, რომლებიც ძალიან დიდი ხანი იყვნენ თქვენი გუნდის წევრები, მაგრამ ახლა არ არიან და დღეს მათაც სჭირდებათ დახმარება. მე მგონი, ამ მიმართულებით დისკრიმინაციას ნამდვილად არ ვეწევი“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა