კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს
გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს: მადლობა ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის, პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის
ივანე ჩხაიძე რუსეთში შავი ჭირით სავარაუდო გარდაცვალებაზე: ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, დიდი იმედი მაქვს, ინფორმაცია არ დაიმალება
გიორგი დავითაძის მამა ლევან იოსელიანზე: ის არა ხალხისა და წამებული ადამიანის, არამედ „ქართული ოცნების“ უფლებებს იცავს
შუქრი ბურჭულაძე: რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი, მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე
მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძესთან საპროცესო შეთანხმების პირობები საბოლოო შეთანხმების პროცესშია – შესაძლოა, მათ ციხე 4 ნოემბერს დატოვონ
Ukraine marks Territorial Defense Day

ანა ნაცვლიშვილმა ნინო ლომჯარიას მიმართა - მადლობა, რომ უმრავლესობა ფორმაში მოიყვანეთ, ასეთი მობილიზებული და ნამეცადინები დიდი ხანია, არ ყოფილან

ნახვები: 574 ანა ნაცვლიშვილმა ნინო ლომჯარიას მიმართა - მადლობა, რომ უმრავლესობა ფორმაში მოიყვანეთ, ასეთი მობილიზებული და ნამეცადინები დიდი ხანია, არ ყოფილან

უმრავლესობის წევრები ასეთი მობილიზებული, მომზადებული და ნამეცადინები დიდი ხანია, არ ყოფილან, ასეთ კითხვებს და მწარე რემარკებს ისინი ვერ ბედავენ, როდესაც აქ დგანან მინისტრები, რომლებიც პირდაპირ არიან პასუხისმგებელი ბავშვთა შიმშილზე ამ ქვეყანაში, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას უსმენენ.

ამასთან, ანა ნაცვლიშვილმა ნინო ლომჯარიას გუნდს, სახალხო დამცველის აპარატს მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის.

„ზუსტად ვიცი, რომ ეს არ იყო მარტივი და ზუსტად ვიცი, რომ ძალიან ბევრი გარე თუ შიდა ბარიერი შეგექმნებოდათ ამ გზაზე, ამიტომ კიდევ ერთხელ მადლობა ყველაფრისთვის, რაც შეძელით და გააკეთეთ. ასევე მადლობა, რომ უმრავლესობა ფორმაში მოიყვანეთ. ასეთი მობილიზებული, მომზადებული და ნამეცადინები დიდი ხანია, არ ყოფილან. ასეთ კითხვებს და ასეთ მწარე რემარკებს ისინი ვერ ბედავენ, მაგალითად, როდესაც აქ დგანან მინისტრები, რომლებიც პირდაპირ არიან პასუხისმგებელი ბავშვთა შიმშილზე ამ ქვეყანაში. ასეთ მწარე კითხვებს და რემარკებს ვერ ბედავენ, როდესაც აქ დგანან ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები, რომლებიც მათ შორის მათ უთვალთვალებენ და აშანტაჟებენ. მოქალაქეების კი არა, საკუთარი უფლებების დაცვის მოთხოვნით ვერ ბედავენ, რომ ხმა აიმაღლონ ძალოვნების წინააღმდეგ. ასეთ კითხვებს ისინი ვერ უსვამენ სუს-ის უფროსს, რომელიც შემოაპარეს და გააპარეს და დახურეს მოსმენა. ამას აქ იმიტომ აკეთებენ, რომ თქვენ გარკვეულწილად ანგარიში გაგისწორონ იმ სწორი საქმისთვის, რომელსაც აკეთებდით. მაგრამ მეორე და არანაკლებ ცუდი მიზანი, რომელიც დღეს უმრავლესობას ამოძრავებს, არ მინდა, ეს საზოგადოებას მხედველობიდან გამორჩეს, არის არა თქვენ წინააღმდეგ გალაშქრება, არამედ უკვე მომავალი სახალხო დამცველისთვის თითის დაქნევა და იმის ჩვენება, რომ „აი, რა მოხდება, თუ შენ ჭკუით არ იქნები და გააგრძელებ სახალხო დამცველობას“. ეს არის ახლა დღევანდელი მასკარადის მიზანი. დარწმუნებული ვარ, თქვენ ეს კარგად წაიკითხეთ და თქვენზე ეს არ იმოქმედებს.

აუცილებლად უნდა გამოვეხმაურო აქ ნიანგის ცრემლებით საუბარს იმაზე, თურმე ვიღაც ეკლესიას ებრძვის. როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ არ ებრძვის ეკლესიას და იცავს რელიგიურ ნორმებს, როდესაც ლოცვის საიდუმლოებაში უძვრება ადამიანებს თავისი სუს-ით და როგორც ჩანს, მღვდლებს რომ უსმენს, ეს ყოფილა რელიგიის პატივისცემა. ასევე გელათი რომ ირეცხება, ეს ყოფილა თურმე რელიგიისა და ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის პატივისცემა, ყოჩაღ“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა