ლევან ხაბეიშვილი: მკვლელობებში მათი ყოფილი პრემიერი ამხელს, 500-მდე ადამიანი აწამეს და ვინ დასაჯეს?
ბადრი ჯაფარიძე: თუ საკონსტიტუციო სასამართლო პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ქვეყანა გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს
„თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია“: საწვავის ფასი 25 თეთრამდე შეიძლება შემცირდეს – აქციზის განახევრება ბიუჯეტისთვის აუნაზღაურებელ დანაკლისს არ გამოიწვევს
„დროა“ რუსეთის მიერ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოცხადებაზე: აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა, ივანიშვილის რეჟიმი კი – რუსული
სააკაშვილი: ღარიბაშვილი ახალაიას საკანში შედიოდა და ჩემ წინააღმდეგ ჩვენების მიცემის სანაცვლოდ გათავისუფლებას ჰპირდებოდა
„კოალიცია ცვლილებისთვის“: ევროკომისიის ანგარიში ადასტურებს, რომ ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება
ენერგეტიკული უსაფრთხოება – რა საფრთხეების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო და როგორ ავიცილოთ ისინი?
სამი არასამთავრობო ორგანიზაცია: „ქართული ოცნება“ არჩევნების შედეგების სრულფასოვან გასაჩივრებას ფაქტობრივად კრძალავს

სალომე სამადაშვილი - ევროპაში ახალ პოლიტიკურ გაერთიანებაზე ინიციატივა საინტერესოა, მაგრამ არანაირ სხვა ფორმატში თანამონაწილეობა არ ანაცვლებს საქართველოს ოცნებას, გახდეს ევროკავშირის წევრი

ნახვები: 460 სალომე სამადაშვილი - ევროპაში ახალ პოლიტიკურ გაერთიანებაზე ინიციატივა საინტერესოა, მაგრამ არანაირ სხვა ფორმატში თანამონაწილეობა არ ანაცვლებს საქართველოს ოცნებას, გახდეს ევროკავშირის წევრი

პრეზიდენტ მაკრონის ინიციატივა საინტერესოა ევროპაში ახალი პოლიტიკური გაერთიანების თაობაზე, მაგრამ ამავე დროს, არანაირ სხვა ფორმატში თანამონაწილეობა არ ანაცვლებს საქართველოს ოცნებას, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო გახდეს, ეს არის ჩვენი ამოცანა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

როგორც სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, დასავლეთში რაც უფრო მეტი ფორმატი იქნება, ევროპაში არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, ეს არის კარგი, მაგრამ მთავარი ამოცანა რჩება ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება რაც შეიძლება სწრაფად.

„რაც შეეხება ალიევის განცხადებას, ალბათ, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები სომხეთისთვის საინტერესო გაკვეთილი იყო იმასთან დაკავშირებით, რომ დასავლეთის მიერ დომინირებულ ფორმატებში სომხეთის თანამონაწილეობა უნდა იყოს მათ ეროვნულ ინტერესებში. თუ ჩვენს ქვეყანას შეუძლია, ამ მიმართულებით ხელი შეუწყოს სომხეთის ჩართვას დასავლეთთან ურთიერთობების ფორმატებში, ეს იქნება მნიშვნელოვანი კონტრიბუცია. ასევე საქართველოს თუ რაიმე შეუძლია გააკეთოს, ორი მეზობლის ურთიერთობების წინ წაწევაში. ეს რომ მოხდეს, საქართველო თავად უნდა იყოს კარგ ფორმაში, სამწუხაროდ, ქვეყანა დარჩა მიღმა ევროკავშირისა და ნატო-ს ფორმატების. ფაქტიურად, აცდენილია უკრაინისა და მოლდოვის კონტექსტს“, – განაცხადა სამადაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა