კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს
გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს: მადლობა ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის, პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის
ივანე ჩხაიძე რუსეთში შავი ჭირით სავარაუდო გარდაცვალებაზე: ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, დიდი იმედი მაქვს, ინფორმაცია არ დაიმალება
გიორგი დავითაძის მამა ლევან იოსელიანზე: ის არა ხალხისა და წამებული ადამიანის, არამედ „ქართული ოცნების“ უფლებებს იცავს
შუქრი ბურჭულაძე: რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი, მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე
მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძესთან საპროცესო შეთანხმების პირობები საბოლოო შეთანხმების პროცესშია – შესაძლოა, მათ ციხე 4 ნოემბერს დატოვონ
Ukraine marks Territorial Defense Day

ჯოზეფ ბორელი - ომი ახალ ფაზაში შევიდა, უდავოდ, სახიფათო ფაზაა, უნდა ვაჩვენოთ, რომ უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერა არ სუსტდება

ნახვები: 575 ჯოზეფ ბორელი - ომი ახალ ფაზაში შევიდა, უდავოდ, სახიფათო ფაზაა, უნდა ვაჩვენოთ, რომ უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერა არ სუსტდება

ვლადიმერ პუტინი იმედოვნებს, რომ სიცივე და გაზის მიწოდების შეწყვეტა, მაღალი ფასები და დაბალი ტემპერატურა ძირს გამოუთხრის ჩვენს ნებას, გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერა არ სუსტდება, – ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ არის ურყევი და უკრაინის ბედი მათ მომავალზეც აისახება.

„ჩვენ ახლა მკაფიო პოლიტიკა გვაქვს უკრაინის მიმართ. ჩვენი ნებაა, უზრუნველვყოთ, რომ უკრაინა შემოუერთდეს ევროკავშირს, რაც ამ პოლიტიკის მკაფიო მიზანია. ეს შესაძლებელი იქნება, როდესაც ჩვენ აღარ ვიქნებით ასე დამოკიდებული რუსეთზე“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

მისივე თქმით, უკრაინაში ომი სახიფათო ფაზაში შევიდა.

„უკრაინა შეტევაზე გადადის. ომი ახალ ფაზაში შევიდა. უდავოდ, სახიფათო ფაზაა, ვინაიდან საშინელ სცენარში ვართ, რაზეც თვალი არ უნდა დავხუჭოთ. ეს არის კონვენციური ომის სცენარი, ატომური სახელმწიფოს მონაწილეობით, რომელიც ამ მომენტში ჩვეულებრივ სცენარს შორდება და ატომური იარაღის განთავსებით იმუქრება. ეს მართლაც შემაშფოთებელი სცენარია და ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერა არ სუსტდება”, – განაცხადა ბორელმა.

მისი თქმით, მათ უნდა განაგრძონ რუსეთის იზოლირება.

„პუტინი ფიქრობს, რომ დემოკრატია სუსტია. ის ელოდება „გენერალ ზამთრის“ დადგომას, რომელიც ეხმარებოდა რუსეთს წინა კონფლიქტების დროს. ის იმედოვნებს, რომ სიცივე და გაზის მიწოდების შეწყვეტა, მაღალი ფასები და დაბალი ტემპერატურა ძირს გამოუთხრის ჩვენს ნებას, გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა. ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ არ არის გულუხვობა, ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ სრულია, რადგან უკრაინის ბედი საბოლოო ჯამში დაკავშირებულია ჩვენთან. ეს ჩვენს მომავალზეც აისახება“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა