ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia
Serviceman recruited by Russia while AWOL detained for directing strikes on Ukrainian forces
Russia will pay the price for strikes on Pryluky and Kramatorsk – Zelensky
Khmara, Pistorius discuss Ukraine's key needs to protect critical infrastructure
UK to provide GBP 54M in winter support to Ukraine

რუსეთის სახელმწიფო დუმამ უკრაინის ოკუპირებული რეგიონების რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლას მხარი დაუჭირა

ნახვები: 564 რუსეთის სახელმწიფო დუმამ უკრაინის ოკუპირებული რეგიონების რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლას მხარი დაუჭირა

რუსეთის სახელმწიფო დუმამ უკრაინის ოკუპირებული რეგიონების რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლას მხარი დაუჭირა. ე.წ. ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის რუსეთთან მიერთებას 413-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკისას – 412-მა, ზაპოროჟიეს ოლქის – 409-მ, ხოლო ხესონის – 411-მა. ოთხივე შემთხვევაში გადაწყვეტილების წინააღმდეგ არავინ წასულა.

მოგვიანებით, რუსეთის დუმის სპიკერმა განმარტება გააკეთა, რატომ აისახა ტაბლოზე მხარდამჭერი დეპუტატების სხვადასხვა რაოდენობა. ვიაჩესლავ ვოლოდინმა სთხოვა, დეპუტატებს მეტი ყურადღება გამოიჩინონ. ამის შემდეგ დუმის დეპუტატები შეუდგნენ უკრაინის ოთხი რეგიონის რუსეთის ფედერაციაში შესვლის შესახებ საკონსტიტუციო პროექტების განხილვას.

შეთანხმებები, რომლებიც უკრაინის ოლქებში რუსეთის მიერ დანიშნულ ხელმძღვანელებთან გაფორმდა რუსეთის საკანონმდებლო ორგანოში ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა წარადგინა. სერგეი ლავროვმა თავის გამოსვლაში გააკრიტიკა აშშ და განაცხადა, რომ მოსკოვს აქვს უფლება, დაიცვას რუსები და რუსულენოვანი მოქალაქეები უკრაინაში.

ხვალ, უკრაინის ოკუპირებული ოლქების რუსეთის ფედერაციაში შეყვანა უნდა დაამტკიცოს რუსეთის საკნონმდებლო ორგანოს ზედა პალატამ, ფედერაციის საბჭომ.

რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინის ოთხი ოლქის ანექსიის შესახებ შეთანხმებებს ხელი 30 სექტემბერს მოაწერა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა