ლევან ხაბეიშვილი: მკვლელობებში მათი ყოფილი პრემიერი ამხელს, 500-მდე ადამიანი აწამეს და ვინ დასაჯეს?
ბადრი ჯაფარიძე: თუ საკონსტიტუციო სასამართლო პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ქვეყანა გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს
„თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია“: საწვავის ფასი 25 თეთრამდე შეიძლება შემცირდეს – აქციზის განახევრება ბიუჯეტისთვის აუნაზღაურებელ დანაკლისს არ გამოიწვევს
„დროა“ რუსეთის მიერ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოცხადებაზე: აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა, ივანიშვილის რეჟიმი კი – რუსული
სააკაშვილი: ღარიბაშვილი ახალაიას საკანში შედიოდა და ჩემ წინააღმდეგ ჩვენების მიცემის სანაცვლოდ გათავისუფლებას ჰპირდებოდა
„კოალიცია ცვლილებისთვის“: ევროკომისიის ანგარიში ადასტურებს, რომ ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება
ენერგეტიკული უსაფრთხოება – რა საფრთხეების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო და როგორ ავიცილოთ ისინი?
სამი არასამთავრობო ორგანიზაცია: „ქართული ოცნება“ არჩევნების შედეგების სრულფასოვან გასაჩივრებას ფაქტობრივად კრძალავს

ირაკლი ბერაია -​ ლიეტუვის სეიმის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის დელეგაციის ვიზიტი წინ გადადგმული ნაბიჯია თანამშრომლობის გასაღრმავებლად

ნახვები: 462 ირაკლი ბერაია -​ ლიეტუვის სეიმის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის დელეგაციის ვიზიტი წინ გადადგმული ნაბიჯია თანამშრომლობის გასაღრმავებლად

ლიეტუვა ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია, ლიეტუვის სეიმის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის დელეგაციის ვიზიტი წინ გადადგმული ნაბიჯია თანამშრომლობის გასაღრმავებლად, – ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, დელეგაციასთან შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა იყო რეგიონული უსაფრთხოების გარემო, საქართველოს წინაშე არსებული საფრთხეები და გამოწვევები.

„საქართველოში ვიზიტით იმყოფება ლიეტუვის სეიმის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ასევე კომიტეტის წევრები და ერთ-ერთი მათგანი სეიმის ვიცე-სპიკერია. მათ საკმაოდ დატვირთული პროგრამა აქვთ. შეხვედრებს მართავენ როგორც პარლამენტში, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა უწყებაში, ხვდებიან უწყების მაღალი რანგის წარმომადგენლებს. გუშინ მოინახულეს საოკუპაციო ხაზი, სადაც საკუთარი თვალით ნახეს, რა არის რუსული ოკუპაცია და როგორი მძიმე შედეგები აქვს. ამასთან, ისინი დაათვალიერებენ ნატო-საქართველოს ერთობლივ საწვრთნელ ინფრასტრუქტურას.

დღეს კომიტეტში ჩვენ ძალიან საინტერესო დისკუსია გვქონდა. ჩვენ განხილვის მთავარი თემა იყო რეგიონული უსაფრთხოების გარემო, საქართველოს წინაშე არსებული საფრთხეები და გამოწვევები. ვისაუბრეთ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიან ომზე, მომატებულ საფრთხეებზე, რომელიც ამ ომმა გააჩინა, განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში. ვისაუბრეთ საქართველოს უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, როგორიც არის ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაცია. ამ გზაზე მიღწეულ პროგრესზე და შემდგომ ნაბიჯებზე, რაც უნდა გადაიდგას. ვისაუბრეთ იმ ნაბიჯებზე, რომლებიც უნდა გადავდგათ ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების კომიტეტებმა ჩვენ შორის თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების მიზნით.

ლიეტუვა ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ მასთან თანამშრომლობის გაღრმავებას. ეს ვიზიტიც კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია თანამშრომლობის გასაძლიერებლად და გასაღრმავებლად. განსაკუთრებით ეს ეხება საპარლამენტო განზომილებას და ამ განზომილებაში თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა