ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia
Serviceman recruited by Russia while AWOL detained for directing strikes on Ukrainian forces
Russia will pay the price for strikes on Pryluky and Kramatorsk – Zelensky
Khmara, Pistorius discuss Ukraine's key needs to protect critical infrastructure
UK to provide GBP 54M in winter support to Ukraine

„ევროაქტივი“ - ევროპარლამენტი მოითხოვს, სერბეთის ევროკავშირში გაწევრიანებზე მოლაპარაკებები შეჩერდეს, რადგან ბელგრადი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ უერთდება

ნახვები: 564 „ევროაქტივი“ - ევროპარლამენტი მოითხოვს, სერბეთის ევროკავშირში გაწევრიანებზე მოლაპარაკებები შეჩერდეს, რადგან ბელგრადი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ უერთდება

ევროპარლამენტი მოითხოვს, სერბეთის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები შეჩერდეს, რადგან ბელგრადი არ უერთდება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს.

„ევროაქტივის“ ცნობით, ამის შესახებ ნათქვამი იქნება ევროპარლამენტის ანგარიშში, რომელიც ევროკავშირის გაფართოებას ეხება.

ამასთან, როგორც „ევროაქტივი“ წერს, ევროპარლამენტის ანგარიშში, რომელიც თავდაპირველად ივნისში გასაჯაროვდა, ხაზგასმულია, რომ „იმ ქვეყნების პოლიტიკა, რომლებთანაც ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან უნდა იყოს თანხვედრაში“.

სოციალ-დემოკრატების საპარლამენტო ჯგუფმა თავის განცხადებაში დაადასტურა, რომ „არ შეიძლება, ევროკავშირმა გააგრძელოს მოლაპარაკება სერბეთთან, თუ ბელგრადი მხარს არ დაუჭერს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს.“

ანგარიშზე მომუშავე ხორვატი ევროდეპუტატის, ტონინო პიკულას თქმით, გასულ კვირაში ნიუ იორკში სერბეთის მთავრობის მიერ რუსეთთან გაფორმებული შეთანხმება, რომელიც ორი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის კოორდინაციას ითვალისწინებს, სამწუხარო ნაბიჯია.

სერბეთმა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2014 წლის იანვარში დაიწყო.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა