პენიტენციური სამსახური გელა ისაშვილის ბრალდებებს უარყოფს – პატიმარი გიორგი დავითაძის მიმართ სექსუალურ ძალადობასა და ციხის თანამშრომლების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს
თამარ ჩერგოლეიშვილი: „ფედერალისტები“ უარს ვამბობთ ივანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობაზე – ბრძოლა პოლიტიკურ ველზეა მოსაგები და არა ყალბ სასამართლო პროცესზე
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ღრმად შეშფოთებული ვარ შავ ზღვაში რუსეთის მორიგი ესკალაციით
შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონმა სატვირთო გემი ჩაძირა – ერთი მეზღვაური დაიღუპა, სამი დაკარგულია, რუმინეთი რუსეთს ადანაშაულებს
რომეო მიქაუტაძემ დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება გააფორმა – 3 წლით პატიმრობა, 1-მილიონიანი ჯარიმა და სახელმწიფოსთვის გადაცემული მილიონობით ლარის ქონება
საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა
No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია

ბულგარეთი და პოლონეთი თავიანთ მოქალაქეებს რუსეთის სასწრაფოდ დატოვებისკენ მოუწოდებენ

ნახვები: 519 ბულგარეთი და პოლონეთი თავიანთ მოქალაქეებს რუსეთის სასწრაფოდ დატოვებისკენ მოუწოდებენ

ბულგარეთისა და პოლონეთის ხელისუფლებებმა თავიანთ მოქალაქეებს მოუწოდეს, სასწრაფო წესით დატოვონ რუსეთი. ამის შესახებ განცხადება ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში გააკეთეს.

ბულგარეთის საგარეო უწყების განცხადებაში, ხელისუფლება მოუწოდებს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ რუსეთის ფედერაციაში გამგზავრებისგან და ურჩევს რუსეთში დარჩენილ ბულგარეთის მოქალაქეებს, განიხილონ რუსეთის ტერიტორიის რაც შეიძლება მალე დატოვების შესაძლებელობა, გამოიყენონ ყველა არსებული სატრანსპორტო საშუალება.

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ანალოგიური შინაარსის განცხადებაში ასევე წერია, რომ „უსაფრთხოების სიტუაციის მკვეთრად გაუარესების შემთხვევაში, მათ შორის, საზღვრების დახურვის ან სხვა გაუთვალისწინებელ გარემობებში, ევაკუაცია შეიძლება, გართულდეს ან შეუძლებელი გახდეს“.

ვარშავა მოუწოდებს მოქალაქეებს, ყველა არსებული სატრანსპორტო საშუალებით დატოვონ რუსეთის ტერიტორია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა