სახალხო დამცველის აპარატი: გიორგი ფეიქრიშვილი საკანში მარტო იმყოფება და ამ ეტაპზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვს
ზელენსკი: რუსეთმა ერთ კვირაში უკრაინის წინააღმდეგ 1 600-მდე ავიაბომბი, 48 რაკეტა და 2 300-მდე დრონი გამოიყენა – ასე პასუხობს მოსკოვი დიპლომატიას
პენიტენციური სამსახური გელა ისაშვილის ბრალდებებს უარყოფს – პატიმარი გიორგი დავითაძის მიმართ სექსუალურ ძალადობასა და ციხის თანამშრომლების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს
თამარ ჩერგოლეიშვილი: „ფედერალისტები“ უარს ვამბობთ ივანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობაზე – ბრძოლა პოლიტიკურ ველზეა მოსაგები და არა ყალბ სასამართლო პროცესზე
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ღრმად შეშფოთებული ვარ შავ ზღვაში რუსეთის მორიგი ესკალაციით
შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონმა სატვირთო გემი ჩაძირა – ერთი მეზღვაური დაიღუპა, სამი დაკარგულია, რუმინეთი რუსეთს ადანაშაულებს
რომეო მიქაუტაძემ დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება გააფორმა – 3 წლით პატიმრობა, 1-მილიონიანი ჯარიმა და სახელმწიფოსთვის გადაცემული მილიონობით ლარის ქონება
საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა

თინათინ ბერძენიშვილი - სახელმწიფო ენის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ, რამდენად მნიშვნელოვანია ქართული ენის დაცვა, განსაკუთრებით ჩვენს მედიასივრცეში და საზოგადოებრივი მაუწყებლის ყველა პლატფორმაზე

ნახვები: 516 თინათინ ბერძენიშვილი - სახელმწიფო ენის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ, რამდენად მნიშვნელოვანია ქართული ენის დაცვა, განსაკუთრებით ჩვენს მედიასივრცეში და საზოგადოებრივი მაუწყებლის ყველა პლატფორმაზე

ვისაუბრეთ, რამდენად მნიშვნელოვანია ქართული ენის დაცვა, განსაკუთრებით ჩვენს მედიასივრცეში და საზოგადოებრივი მაუწყებლის ყველა პლატფორმაზე, ასევე, ფორმებსა და ხერხებზე, როგორ შეიძლება, განსაკუთრებით, ახალი თაობისთვის იყოს მიმზიდველი ეს ყველაფერი, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა სამეტყველო ენის დახვეწასთან დაკავშირებით, პირველი არხისა და სახელმწიფო ენის დეპარტამენტის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ახალ თაობას შესაბამისად მიეწოდოს ის არასწორი ფორმები, რომლებმაც შეიძლება, ზიანი მიაყენოს ენას.

„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, გარდა იმისა, რომ ვისაუბრეთ, რამდენად მნიშვნელოვანია ქართული ენის დაცვა, განსაკუთრებით ჩვენს მედიასივრცეში და საზოგადოებრივი მაუწყებლის ყველა პლატფორმაზე, ასევე ვისაუბრეთ ფორმებსა და ხერხებზე, როგორ შეიძლება, განსაკუთრებით, ახალი თაობისთვის იყოს მიმზიდველი ეს ყველაფერი. არ ვიწყებთ ისეთი ტერმინების შეცვლას, რომელიც უკვე დამკვიდრებულია, თუმცა ის არასწორი ფორმები, რომელმაც შეიძლება, ზიანი მიაყენოს ენას, აუცილებლად იქნება ყურადსაღები. მნიშვნელოვანია, რომ ახალ თაობას, განსაკუთრებით სოციალურ მედიაში, ასევე „ტელესკოლის“ არხზე, შესაბამისი ფორმით მივაწოდოთ ეს ყველაფერი და სწორედ ამ სამუშაოებს ვიწყებთ“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა