ლევან ხაბეიშვილი: მკვლელობებში მათი ყოფილი პრემიერი ამხელს, 500-მდე ადამიანი აწამეს და ვინ დასაჯეს?
ბადრი ჯაფარიძე: თუ საკონსტიტუციო სასამართლო პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ქვეყანა გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს
„თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია“: საწვავის ფასი 25 თეთრამდე შეიძლება შემცირდეს – აქციზის განახევრება ბიუჯეტისთვის აუნაზღაურებელ დანაკლისს არ გამოიწვევს
„დროა“ რუსეთის მიერ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოცხადებაზე: აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა, ივანიშვილის რეჟიმი კი – რუსული
სააკაშვილი: ღარიბაშვილი ახალაიას საკანში შედიოდა და ჩემ წინააღმდეგ ჩვენების მიცემის სანაცვლოდ გათავისუფლებას ჰპირდებოდა
„კოალიცია ცვლილებისთვის“: ევროკომისიის ანგარიში ადასტურებს, რომ ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება
ენერგეტიკული უსაფრთხოება – რა საფრთხეების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო და როგორ ავიცილოთ ისინი?
სამი არასამთავრობო ორგანიზაცია: „ქართული ოცნება“ არჩევნების შედეგების სრულფასოვან გასაჩივრებას ფაქტობრივად კრძალავს

„როიტერი“ - კორუფციისა და კანონის უზენაესობის კუთხით ხარვეზების გამო, ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, 7,5 მილიარდი ევროთი შემცირდეს ევროკავშირის ბიუჯეტიდან უნგრეთისთვის სახსრების გაცემა

ნახვები: 461 „როიტერი“ - კორუფციისა და კანონის უზენაესობის კუთხით ხარვეზების გამო, ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, 7,5 მილიარდი ევროთი შემცირდეს ევროკავშირის ბიუჯეტიდან უნგრეთისთვის სახსრების გაცემა

კორუფციისა და კანონის უზენაესობის კუთხით არსებული ხარვეზების გამო, ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა, უნგრეთისთვის 7,5 მილიარდი ევროთი შეამცირონ სახსრების გაცემა ევროკავშირის ბიუჯეტიდან. „როიტერის“ ცნობით, აღნიშნულის შესახებ ბიუჯეტის საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა განაცხადა.

როგორც „როიტერი“ წერს, ევროკომისიამ ფინანსური სანქციების დაწესების პროექტი წარადგინა ორი წლის წინ, როდესაც უნგრეთი დაადანაშაულა დემოკრატიის პრინციპების დარღვევაში, სადაც „პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს კონტროლის ქვეშ ჰყავს სასამართლოები, არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია“.

„კომისია საბჭოს სთავაზობს ზომებს, დაიცვას კავშირის ბიუჯეტი უნგრეთში კანონის უზენაესობის პრინციპების დარღვევისგან. ეს საკითხი მაშინ წამოიწია, როდესაც კომისიამ ამ წლის დასაწყისში უნგრეთს აცნობა ჩვენი შეშფოთების შესახებ კანონის უზენაესობის პრინციპების დარღვევასთან დაკავშირებით, რაც ქმნის რისკს ევროკავშირის ბიუჯეტისთვის. ეს ეხება სახელმწიფო შესყიდვების სისტემატურ დარღვევებს, ხარვეზებსა და სისუსტეებს; მეორე, ნაკლოვანებებს ინტერესთა კონფლიქტის დარეგულირებაში და საზოგადოებრივი ინტერესებს ტრასტებთან დაკავშირებით; მესამე, სისუსტეებს გამოძიებისა და სისხლის სამართლებრივი დევნის ეფექტური განხორციელების საკითხებში, რომლებიც დაკავშირებულია კავშირის ფონდებთან. და ბოლოს, ხარვეზებს ანტიკორუფციული მიმართულებით“, – განაცახადა ჰანმა.

„როიტერის“ ცნობით, იოჰანეს ჰანმა ასევე აღნიშნა, რომ კომისია რეკომენდაციას უწევს უნგრეთისთვის გათვალისწინებული თანხების დაახლოებით მესამედის შეჩერებას ბლოკის 2021-27 წლების საერთო ბიუჯეტიდან, რაც დაახლოებით 7,5 მილიარდ ევროს შეადგენს.

ევროკავშირის წევრ ქვეყნებს სამი თვის ვადა აქვთ ამ საკითხის განსახილველად. ევროკომისიის ინიციატივის მისაღებად სულ მცირე 15 ქვეყნის თანხმობაა საჭირო.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა