ლევან ხაბეიშვილი: მკვლელობებში მათი ყოფილი პრემიერი ამხელს, 500-მდე ადამიანი აწამეს და ვინ დასაჯეს?
ბადრი ჯაფარიძე: თუ საკონსტიტუციო სასამართლო პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ქვეყანა გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს
„თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია“: საწვავის ფასი 25 თეთრამდე შეიძლება შემცირდეს – აქციზის განახევრება ბიუჯეტისთვის აუნაზღაურებელ დანაკლისს არ გამოიწვევს
„დროა“ რუსეთის მიერ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოცხადებაზე: აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა, ივანიშვილის რეჟიმი კი – რუსული
სააკაშვილი: ღარიბაშვილი ახალაიას საკანში შედიოდა და ჩემ წინააღმდეგ ჩვენების მიცემის სანაცვლოდ გათავისუფლებას ჰპირდებოდა
„კოალიცია ცვლილებისთვის“: ევროკომისიის ანგარიში ადასტურებს, რომ ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება
ენერგეტიკული უსაფრთხოება – რა საფრთხეების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო და როგორ ავიცილოთ ისინი?
სამი არასამთავრობო ორგანიზაცია: „ქართული ოცნება“ არჩევნების შედეგების სრულფასოვან გასაჩივრებას ფაქტობრივად კრძალავს

მედიის ცნობით, გერმანიის მთავრობამ უკრაინისთვის 18 თვითმავალი საარტილერიო დანადგარის მიყიდვას მხარი დაუჭირა

ნახვები: 459 მედიის ცნობით, გერმანიის მთავრობამ უკრაინისთვის 18 თვითმავალი საარტილერიო დანადგარის მიყიდვას მხარი დაუჭირა

გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ უკრაინისთვის 18 თვითმავალი საარტილერიო დანადგარის – RCH-155-ის მიყიდვას მხარი დაუჭირა. აღნიშნულ ტექნიკას კიევი ჯერ კიდევ ორი თვის წინ ითხოვდა. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია გამოცემა Welt am Sonntag-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, კომპანია Krauss-Maffei Wegmann-თან კონტრაქტი 216 მილიონი ევროს ღირებულებისაა. ის ჯერ კიდევ ივლისის შუა რიცხვებში განიხილეს უკრაინისა და გერმანიის თავდაცვის მინისტრებმა ალექსეი რეზნიკოვმა და კრისტინ ლამბრეხტმა.

პარასკევს გერმანიაში უკრაინის მოქმედმა ელჩმა, ანდრეი მელნიკმა დაადასტურა, რო გერმანულმა მთავრობამ RCH-155-ის უკრაინისთვის გაყიდვას „მწვანე შუქი“ აუნთო.

„ეს გახდება არსებითი წვლილი უკრაინელი სამხედროების ეფექტიანობის გაძლიერებაში. ვიმედოვნებ, რომ ფედერალური მთავრობა გააგრძელებს ამ გზაზე თანმიმდევრულად სვლას“, – განაცხადა მელნიკოვმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა