ლევან ხაბეიშვილი: მკვლელობებში მათი ყოფილი პრემიერი ამხელს, 500-მდე ადამიანი აწამეს და ვინ დასაჯეს?
ბადრი ჯაფარიძე: თუ საკონსტიტუციო სასამართლო პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ქვეყანა გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს
„თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია“: საწვავის ფასი 25 თეთრამდე შეიძლება შემცირდეს – აქციზის განახევრება ბიუჯეტისთვის აუნაზღაურებელ დანაკლისს არ გამოიწვევს
„დროა“ რუსეთის მიერ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოცხადებაზე: აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა, ივანიშვილის რეჟიმი კი – რუსული
სააკაშვილი: ღარიბაშვილი ახალაიას საკანში შედიოდა და ჩემ წინააღმდეგ ჩვენების მიცემის სანაცვლოდ გათავისუფლებას ჰპირდებოდა
„კოალიცია ცვლილებისთვის“: ევროკომისიის ანგარიში ადასტურებს, რომ ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება
ენერგეტიკული უსაფრთხოება – რა საფრთხეების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო და როგორ ავიცილოთ ისინი?
სამი არასამთავრობო ორგანიზაცია: „ქართული ოცნება“ არჩევნების შედეგების სრულფასოვან გასაჩივრებას ფაქტობრივად კრძალავს

ირაკლი ქადაგიშვილი - პრემიერს ჰქონდა სახელმწიფოებრივი პოზიცია, მაგრამ გასათვალისწინებელი, რომ „ხალხის ძალის“ მიერ დასმული კითხვები საზოგადოებაში აქტუალურია

ნახვები: 457 ირაკლი ქადაგიშვილი - პრემიერს ჰქონდა სახელმწიფოებრივი პოზიცია, მაგრამ გასათვალისწინებელი, რომ „ხალხის ძალის“ მიერ დასმული კითხვები საზოგადოებაში აქტუალურია

„ხალხის ძალის“ წარმომადგენლების მიერ ისეთი კითხვები იყო დასმული, რომელიც საზოგადოებაში მართლაც აქტუალური იყო, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა.

კელი დეგნანმა „ხალხის ძალის“ განცხადებებზე აღნიშნა: „დასაფასებელია, რომ პრემიერმა თავისი პოზიცია გამოხატა, ეს დადებითად მიანიშნებდა, რომ უმაღლეს დონეზე მაინც ხდება იმის გაცნობიერება, რამდენად საზიანოა ამ სახის პრორუსული დეზინფორმაცია“.

როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, საზოგადოებაში არსებული წუხილების გაქარწყლება მაინც მნიშვნელოვანია, რადგან როცა რჩება ისეთი კითხვები, რაც საზოგადოებას აწუხებს, მაგრამ მათი არც მისი გაჟღერება და დისკუსია არ ხდება, ეს უფრო ზრდის დაძაბულობის, გაურკვევლობის მუხტს.

„ბევრჯერ თქვეს, რომ მათი მიზანი არ არის ამერიკასთან სტრატეგიული მიზნის დაზიანება, მათი მიზანია, რომ ბუნდოვანება გაიფანტოს მთელ რიგ საკითხებზე. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მართლა ბევრი ბუნდოვანება იყო, რაც საზოგადოებაში ითხოვდა პასუხს. ჩვენ გავემიჯნეთ ამ განცხადებებს, პრემიერმა თავისი განცხადება გააკეთა და უმრავლესობამ თქვა, რომ შინაარსში არ შევდივართ. მათი განცხადება იყო, რომ კითხვები არის საზოგადოებაში და მათი სურვილია, ეს ხმამაღლა თქვან“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა