უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროკავშირის ქვეყნებს შევთავაზებთ ფასის ზედა ზღვარს რუსულ გაზზე, უნდა შევამციროთ რუსეთის შემოსავლები, რომლებსაც პუტინი უკრაინაში ომის დაფინანსებისთვის იყენებს

ნახვები: 562 ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროკავშირის ქვეყნებს შევთავაზებთ ფასის ზედა ზღვარს რუსულ გაზზე, უნდა შევამციროთ რუსეთის შემოსავლები, რომლებსაც პუტინი უკრაინაში ომის დაფინანსებისთვის იყენებს

ევროკავშირი წევრ ქვეყნებს რუსულ გაზზე ფასის ზედა ზღვრის დაწესებას შესთავაზებს. „როიტერის“ ცნობით, აღნიშნულის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

„ჩვენ შევთავაზებთ ფასის ზედა ზღვარს რუსულ გაზზე. ჩვენ უნდა შევამციროთ რუსეთის შემოსავლები, რომლებსაც პუტინი უკრაინაში ამ სასტიკი ომის დაფინანსებისთვის იყენებს“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა წარმოადგინა წინადადებები ბუნებრივ აირზე და ელექტროენერგიაზე გაზრდილი ფასების შესამცირებლად, რაც რუსულ გაზზე ფასის ზედა ზღვრის დაწესებასთან ერთად, მოიცავს ევროკავშირში ელექტროენერგიის მოხმარების შემცირებას.

ამასთან, ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, შემცირდება ელექტროენერგიის იმ მწარმოებლების შემოსავალი, რომლებიც არ მუშაობენ ბუნებრივ აირზე, ხოლო მათი მოგების ნაწილი გადანაწილდება საშინაო მეურნეობისა და კომპანიების მხარდასაჭერად.

როგორც მედია წერს, ევროპაში ელექტროენერგიისა და საწვავის ფასები გაიზარდა რუსეთის მხრიდან ბუნებრივი აირის მიწოდების შეზღუდვის გამო. მოსკოვი ამის მიზეზად ტექნიკურ პრობლემებსა და დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს თვლის.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა