სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახალ ხელმძღვანელად რამაზ თათარაშვილი დაინიშნა – გიორგი პატარიძემ თანამდებობა პროკურატურის რეკომენდაციის შემდეგ დატოვა
Sybiha reacts ironically to idea of nominating Orbán for UN Secretary-General
Zelensky: Hegseth’s approval for Patriot missiles has been pending for nearly a month
პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ თანამდებობიდან გათავისუფლება მოითხოვა – მანამდე პროკურატურამ მისი უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაცია გასცა
ზაზა ბიბილაშვილი: „ქართული ოცნების“ სარჩელის დაკმაყოფილება 2008 წელს რუსეთის სამხედრო აგრესიის ლეგიტიმაციას ნიშნავს
პროკურატურა პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს – გიორგი პატარიძის საკითხზე იუსტიციის სამინისტროს რეკომენდაციით მიმართეს
მიხეილ სააკაშვილი: ბათუმიდან წამოვა ტალღა, რომელიც თბილისში ამ რეჟიმს წალეკავს – ქვეყანა სრული გაპარტახებისკენ მიდის
გოგნის ქარის ელექტროსადგური – როგორ შეიძლება ერთმა ინვესტიციამ რამდენიმე სოფლის ეკონომიკა შეცვალოს

ირაკლი კობახიძე - უკრაინის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული სია ისეთი აბსურდულია, შეიძლება, მასში ხვიჩა კვარაცხელია და თორნიკე შენგელიაც ჩაწერონ

ნახვები: 513 ირაკლი კობახიძე - უკრაინის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული სია ისეთი აბსურდულია, შეიძლება, მასში ხვიჩა კვარაცხელია და თორნიკე შენგელიაც ჩაწერონ

უკრაინის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული სია ისეთი აბსურდულია, შეიძლება, მასში ხვიჩა კვარაცხელია და თორნიკე შენგელიაც ჩაწერონ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კობახიძეს კითხვა დაუსვეს, რომლის მიხედვითაც, უკრაინის რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამიამ განაცხადა, რომ სანქცირებულთა სიაში პოლიტიკოსებიც იქნებიან.

ირაკლი კობახიძის თქმით, გამორიცხულია, ვინმემ შანტაჟით ისეთი ნაბიჯი გადადგას, რომელიც ქვეყნის განადგურებას გამოიწვევს და ქართველი ხალხის ნებას ეწინააღმდეგება.

„ეს სია უკრაინის ანტიკორუფციულმა სააგენტომ გამოიტანა, რომელსაც ადეიშვილის ყოფილი მოადგილე ხელმძღვანელობს. ანუ, საქმე რასთან გვაქვს, ყველა ძალიან კარგად ხედავს. დღეს, უკრაინას ორი ძირითადი პრობლემა აქვს – ომი და კორუფცია, რაშიც უკრაინა იხრჩობა და ამას საერთაშორისო თანამეგობრობა აღიარებს. ნაცვლად იმისა, რომ საკუთარ კორუფციას მიხედონ, ეს ადამიანები დაკავებული არიან აბსურდით და არახამიას რაღაც სურვილებით, რომ საქართველო მეორე ფრონტი გახდეს. როგორი სიაც არ უნდა დაიდოს, როგორც საკუთარ ქვეყანაში კორუფცია ვერ აღმოფხვრეს, ასევე წარუმატებელი იქნება მათი ნებისმიერი ასეთი აბსურდული ინიციატივა. ვიღაცისთვის სანქცირება შეიძლება, არის შანტაჟის ინსტრუმენტი, მაგრამ რა ინიციატივაც არ უნდა წარმოადგინონ, ჩვენ ვერავინ დაგვაშანტაჟებს და ვერ გვაიძულებს იმას, რომ აქ ომი გავაჩაღოთ. უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები ერთი ხელით გვეუბნებიან, რომ ომში არ ვერთვებით და მეორე ხელით გვაშანტაჟებენ. ეს სია ისეთი აბსურდულია, რომ არ ვიცი, ჩემი გვარიც ნახოთ, შეიძლება, მასში ხვიჩა კვარაცხელიაც ჩაწერონ და თორნიკე შენგელიაც. ეს სია თავიდან ბოლომდე აბსურდულია. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ომში შანტაჟით ჩაგვრთავენ, გამორიცხულია, ვინმემ შანტაჟით ისეთი ნაბიჯი გადადგას, რომელიც ჩვენი ქვეყნის განადგურებას გამოიწვევს და ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ნებას. შეგვიძლია, პლებისციტი ჩავატაროთ და ხალხს ვკითხოთ, მეორე ფრონტი გაიხსნას თუ – არა. თუ ქართველი ხალხი ომის პარტიას გაჰყვება, კი ბატონო, ვიმსჯელოთ, მაგრამ თუ ქართველი ხალხი ჩვენს პოზიციას ეთანხმება, რომ საქართველოში ომი არ უნდა იყოს, მაშინ ასე გავაკეთოთ“, – განაცხადა კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა