ლევან ხაბეიშვილი: მკვლელობებში მათი ყოფილი პრემიერი ამხელს, 500-მდე ადამიანი აწამეს და ვინ დასაჯეს?
ბადრი ჯაფარიძე: თუ საკონსტიტუციო სასამართლო პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ქვეყანა გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს
„თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია“: საწვავის ფასი 25 თეთრამდე შეიძლება შემცირდეს – აქციზის განახევრება ბიუჯეტისთვის აუნაზღაურებელ დანაკლისს არ გამოიწვევს
„დროა“ რუსეთის მიერ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოცხადებაზე: აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა, ივანიშვილის რეჟიმი კი – რუსული
სააკაშვილი: ღარიბაშვილი ახალაიას საკანში შედიოდა და ჩემ წინააღმდეგ ჩვენების მიცემის სანაცვლოდ გათავისუფლებას ჰპირდებოდა
„კოალიცია ცვლილებისთვის“: ევროკომისიის ანგარიში ადასტურებს, რომ ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება
ენერგეტიკული უსაფრთხოება – რა საფრთხეების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო და როგორ ავიცილოთ ისინი?
სამი არასამთავრობო ორგანიზაცია: „ქართული ოცნება“ არჩევნების შედეგების სრულფასოვან გასაჩივრებას ფაქტობრივად კრძალავს

ირაკლი ზარქუა - მელიას მოვუწოდებ, აზრი დაატანოს და სახე შეინარჩუნოს, რა ვადამდელი არჩევნები, ამას საფუძველი არ აქვს და სასაცილო მდგომარეობაში იგდებენ თავს

ნახვები: 462 ირაკლი ზარქუა - მელიას მოვუწოდებ, აზრი დაატანოს და სახე შეინარჩუნოს, რა ვადამდელი არჩევნები, ამას საფუძველი არ აქვს და სასაცილო მდგომარეობაში იგდებენ თავს

ნიკა მელიას მოვუწოდებ, აზრი დაატანოს და სახე შეინარჩუნოს. რა ვადამდელი არჩევნები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, რიგგარეშე არჩევნებს საფუძველი არ აქვს და ნიკა მელია სასაცილო მდგომარეოაბში იგდებს თავს.

„დეპოლარიზაციისკენ მოგვიწოდებენ და ჯიგარი ნიკა მელია გამოვიდა, ამდენი ხანი არ ჩანს და რიგგარეშე არჩევნები მოითხოვა. გიჟი ჯაფარა რომ ჰყავთ კიდევ, დარბის და ზომავს, საიდან შემოვარდეს პარლამენტში და ტრაგედიაში მორიგი ახალგაზრდები როგორ ჩართონ. 20 ივნისს რაც ვიხილეთ, ტრაგედია იყო, მათ შორის გომურის თემა. როგორც ხდება ხოლმე, შემდეგ არშემდგარი რადიკალები ბუჩქებში გავლენ და პირისპირ ახალგაზრდებს დატოვებენ. ამ ხელმოცარულებს არაფერი უწერიათ. ნიკა მელიამ რევოლუცია მაშინ ვერ ააგორა, როცა სააკაშვილი ლიდერი იყო და ახლა როცა არ ინტერესდება, ხაბეიშვილს და მელიას 17 კაცი გაჰყვება, ვინც ჰყავს. ნიკა მელიას მოვუწოდებ, აზრი დაატანოს და სახე შეინარჩუნოს. რა ვადამდელი არჩევნები. საფუძველი არ აქვს და თავს იგდებს სასაცილო მდგომარეობაში. წარმოდგენილი ჰყავთ წარმომადგენლები პარლამენტსა და თვითმმართველობებში და თავს იგდებენ სასაცილო მდგომარეობაში“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა