უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

კახა კალაძის განცხადებით, ევროპარლამენტარები, რომლებიც დეოლიგარქიზაციასა და დებიძინიზაციაზე საუბრობენ, ამ ქვეყნის მტრები არიან, ვითომ მეგობრულად შერაცხულები

ნახვები: 562 კახა კალაძის განცხადებით, ევროპარლამენტარები, რომლებიც დეოლიგარქიზაციასა და დებიძინიზაციაზე საუბრობენ, ამ ქვეყნის მტრები არიან, ვითომ მეგობრულად შერაცხულები

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე აცხადებს, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რათა საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს.

კალაძემ აღნიშნული კომენტარი ევროკავშირის მიერ წარმოდგენილ პუნქტებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ გააკეთა.

„დეოლიგარქიზაციაზე ჩვენი მხრიდან არაერთხელ იქნა გაკეთებული განცხადება. რაც შეეხება იმ მოთხოვნებს, რომ ქვეყანამ სტატუსი მიიღოს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ეს ცვლილებები განხორციელდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, კალაძეს კითხვა დაუსვეს, როგორ შეაფასებდა იმას, რომ ევროპარლამენტარები, რომლებიც საერთაშორისო კონფერენციას, „დიდება უკრაინას“ ესწრებიან, დეოლიგარქიზაციასა და დებიძინიზაციაზე საუბრობენ.

კახა კალაძის თქმით, ისინი, ვინც ამ კონფერენციას ესწრებიან, საქართველოს მტრები არიან. მისივე განცხადებით, საქართველოს არჩეული კურსიდან არასდროს გადაუხვევია.

„ვინც ამ კონფერენციას ესწრებიან, ისინი არიან ამ ქვეყნის მტრები, ვითომ მეგობრულად შერაცხულები. რაც შეეხება ქვეყნის კურსს, საქართველოს არასდროს გადაუხვევია ამ კურსისთვის. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება არის ის, რომელმაც ყველაფერი გააკეთა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერასთან, უვიზო მიმოსვლასთან და სხვა მნიშვნელოვან რეფორმებთან დაკავშირებით. ასევე, განახორციელებს რეფორმებს, რომლებიც აუცილებელია ამ გზაზე“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა