უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

გრიგოლ გეგელია - მივესალმები ნიკა მელიას ღირსეულ განცხადებას, მოქალაქე, პოლიტიკოსი ყოველთვის უნდა იყოს სიმართლის, კოლეგიალიზმის მხარეს და უნდა იყოს პატრიოტი

ნახვები: 561 გრიგოლ გეგელია - მივესალმები ნიკა მელიას ღირსეულ განცხადებას, მოქალაქე, პოლიტიკოსი ყოველთვის უნდა იყოს სიმართლის, კოლეგიალიზმის მხარეს და უნდა იყოს პატრიოტი

მივესალმები ნიკა მელიას ძალიან ღირსეულ განცხადებას, მოქალაქე და პოლიტიკოსი ყოველთვის უნდა იყოს სიმართლის, კოლეგიალიზმის მხარეს, უნდა იყოს პატრიოტი, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ნიკა მელია ძალიან კარგად ხედავს, რამდენად მნიშვნელოვანია დღეს, რომ სწორი, ჯანსაღი ძალები ერთობლივად იბრძოდნენ იმ საერთო მიზნისთვის, რაც არის ქვეყნიდან კრემლის რეჟიმის განდევნა, ქვეყნის გამთლიანება და სწრაფი ტემპით წინსვლა.

„მინდა, მივესალმო ნიკა მელიას ძალიან ღირსეულ განცხადებას. რა თქმა უნდა, ადამიანი, მოქალაქე და პოლიტიკოსი ყოველთვის უნდა იყოს სიმართლის, კოლეგიალიზმის მხარეს და უნდა იყოს პატრიოტი, რაც ნიშნავს საერთო მიზნის გარშემო გაერთიანებას. ვფიქრობ, ნიკა მელია ძალიან კარგად ხედავს, რამდენად მნიშვნელოვანია დღეს, რომ სწორი, ჯანსაღი ძალები ერთობლივად იბრძოდნენ იმ საერთო მიზნისთვის, რაც არის ამ ქვეყნიდან კრემლის რეჟიმის განდევნა, ქვეყნის გამთლიანება, გაერთიანება და სწრაფი ტემპით წინსვლა.

რაც შეეხება ზოგიერთი რადიკალის ქმედებას, პასუხი ზედაპირზეა. სამწუხაროდ, ადამიანებს, რომლებიც არიან ფანატიკურად შეპყრობილი ერთი თუ მეორე იდეით, არ ესმით, მსუბუქად თუ ვიტყვით, იმ ჯანსაღი მნიშვნელობის არსებობა, რომელიც უნდა არსებობდეს ქვეყანაში, რათა ჩვენ შევძლოთ ივანიშვილის დამარცხება. ვფიქრობ, ეს ადამიანები ცალკეული ჯგუფები არიან და არ ასახავენ მთლიანობაში არც ერთი პარტიის სულისკვეთებას. ამიტომაც მე ვერ ვხედავ, რომ ეს შეუშლის ხელს პოტენციურ თანამშრომლობას იმ ძალთა შორის, რომელიც ხედავს, რომ ეს ქვეყანა სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს ივანიშვილის მარწუხებიდან, რადგან თითოეული დღე ამ ხელისუფლების მმართველობის ქვეშ არის წაგებული დამარცხებული დღე“, – განაცხადა გეგელიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა