ლევან ხაბეიშვილი: მკვლელობებში მათი ყოფილი პრემიერი ამხელს, 500-მდე ადამიანი აწამეს და ვინ დასაჯეს?
ბადრი ჯაფარიძე: თუ საკონსტიტუციო სასამართლო პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ქვეყანა გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს
„თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია“: საწვავის ფასი 25 თეთრამდე შეიძლება შემცირდეს – აქციზის განახევრება ბიუჯეტისთვის აუნაზღაურებელ დანაკლისს არ გამოიწვევს
„დროა“ რუსეთის მიერ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოცხადებაზე: აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა, ივანიშვილის რეჟიმი კი – რუსული
სააკაშვილი: ღარიბაშვილი ახალაიას საკანში შედიოდა და ჩემ წინააღმდეგ ჩვენების მიცემის სანაცვლოდ გათავისუფლებას ჰპირდებოდა
„კოალიცია ცვლილებისთვის“: ევროკომისიის ანგარიში ადასტურებს, რომ ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება
ენერგეტიკული უსაფრთხოება – რა საფრთხეების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო და როგორ ავიცილოთ ისინი?
სამი არასამთავრობო ორგანიზაცია: „ქართული ოცნება“ არჩევნების შედეგების სრულფასოვან გასაჩივრებას ფაქტობრივად კრძალავს

ფართოა ჩართულობა არასამთავრობო ორგანიზაციების, ყველა ჯგუფში წარმოდგენილია მინიმუმ ორი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს ორას არასამთავრობო ორგანიზაციას-შალვა პაპუაშვილი

ნახვები: 462 ფართოა ჩართულობა არასამთავრობო ორგანიზაციების, ყველა ჯგუფში წარმოდგენილია მინიმუმ ორი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს ორას არასამთავრობო ორგანიზაციას-შალვა პაპუაშვილი

ფართოა ჩართულობა არასამთავრობო ორგანიზაციების, ზოგი ორგანიზაციის განცხადება იყო თითქოს მათ ჰქონდათ სურვილი და ვერ მოხვდნენ, ყველა ჯგუფში არის წარმოდგენილი მინიმუმ ორი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს ორას არასამთავრობო ორგანიზაციას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სამუშაო პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების ფართო ჩართულობა უზრუნველყოფილია და მათ ასევე აქვთ როტაციის საშუალება.

„ჩვენ გვაქვს თანამშრომლობა აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის სამოქალაქო პლატფორმასთან, რომელშიც ორასამდე არასამთავრობო ორგანიზაცია არის გაერთიანებული, თითქმის ყველა ვინც კი გსმენიათ, ყველა ორგანიზაცია არის ამ პლატფორმაში, და ჩვენ მათთან გვაქვს შეთანხმება, რომ იმისთვის, რომ ჯგუფშიც იყოს თავისთავად სამუშაო გარემო, ვინაიდან არის პარლამენტის წევრები წარმოდგენილი, სხვა სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები, დაგვისახელონ ორი ორგანიზაცია, რომელიც იქნება ამ ჯგუფში, რომელიც თავის მხრივ იქნება ხიდი სამუშაო ჯგუფსა და ორას არასამთავრობო ორგანიზაციას შორის, შესაბამის ანგარიშს ჩააბარებს მათ, მოისმენს პოზიციებს და წარმოადგენს სამუშაო ჯგუფში. და ამავე დროს მათ აქვთ შესაძლებლობა როტაციის, ანუ ორი ადგილი არის გამოყოფილი პლატფორმისთვის და კონკრეტულად რომელი ორგანიზაცია რომელ ღონისძიებას დაესწრება ეს შეუძლია მათ შემდეგ გადაწყვიტონ.  ამიტომ არა თუ ფართო ჩართულობაა უზრუნველყოფილი, თითქმის 200 ორგანიზაციაა ამით პირდაპირ თუ არაპირდაპირ ჩართული“,-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა