ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia
Serviceman recruited by Russia while AWOL detained for directing strikes on Ukrainian forces
Russia will pay the price for strikes on Pryluky and Kramatorsk – Zelensky
Khmara, Pistorius discuss Ukraine's key needs to protect critical infrastructure
UK to provide GBP 54M in winter support to Ukraine

მიხეილ სარჯველაძე - სახალხო დამცველის არჩევის პროცედურა განისაზღვრება პარლამენტის რეგლამენტით, არ შეიძლება, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა ამ წესს ანაცვლებდეს

ნახვები: 564 მიხეილ სარჯველაძე - სახალხო დამცველის არჩევის პროცედურა განისაზღვრება პარლამენტის რეგლამენტით, არ შეიძლება, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა ამ წესს ანაცვლებდეს

სახალხო დამცველის არჩევის პროცედურა განისაზღვრება უპირატესად საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით. აუცილებელი იქნება კონსულტაციების პროცესი, გარკვეული შეთანხმების არსებობა კანდიდატურის ირგვლივ. რასაკვირველია, საპარლამენტო პროცედურები მოიცავს სამოქალქო საზოგადოების ჩართულობასაც, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა არ შეიძლება ანაცვლებდეს რეგლამენტით გათვალისწინებულ წესს.

„მოგეხსენებათ, რომ მოქმედი რეგლამენტის მიხედვით არის გათვალისწინებული თუ ვის აქვს დასახელების უფლება, ასეთად რეგლამენტი მოიხსენიებს საპარლამენტო ფრაქციას და უფრაქციო პარლამენტის წევრთა შვიდკაციან ჯგუფს. შესაბამისად, მათ როგორ ექნებათ კონსულტაციები სამოქალაქო საზოგადოებასთან კანდიდატურის შერჩევასთან დაკავშირებით, როგორი იქნება ეს წესები, რასაკვირველია აქ ვფიქრობთ და მოსალოდნელია, რომ ამ შემთხვევაში ასეთი კონსულტაციები შეიძლება არსებობდეს ცალკეული პოლიტიკური აქტორების მხრიდან. არც ერთ შემთხვევაში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა არ შეიძლება ანაცვლებდეს რეგლამენტით გათვალისწინებულ წესს, რაც არის პოლიტიკური პროცესი. პოლიტიკურ პროცესში ვგულისხმობთ, რომ ამ შემთხვევაში პოლიტიკური პარტიების მაღალი კვორუმის არსებობის პირობებში, პოლიტიკური პარტიების შეთანხმებამ უნდა უზრუნველყოს საუკეთესო კანდიდატის შერჩევა“, – განაცხადა სარჯველაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა