კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს
გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს: მადლობა ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის, პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის
ივანე ჩხაიძე რუსეთში შავი ჭირით სავარაუდო გარდაცვალებაზე: ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, დიდი იმედი მაქვს, ინფორმაცია არ დაიმალება
გიორგი დავითაძის მამა ლევან იოსელიანზე: ის არა ხალხისა და წამებული ადამიანის, არამედ „ქართული ოცნების“ უფლებებს იცავს
შუქრი ბურჭულაძე: რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი, მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე
მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძესთან საპროცესო შეთანხმების პირობები საბოლოო შეთანხმების პროცესშია – შესაძლოა, მათ ციხე 4 ნოემბერს დატოვონ
Ukraine marks Territorial Defense Day

„როიტერი“ - ისრაელმა სირიაში, რუსეთის ბაზის სიახლოვეს სარაკეტო იერიშები მიიტანა

ნახვები: 574 „როიტერი“ - ისრაელმა სირიაში, რუსეთის ბაზის სიახლოვეს სარაკეტო იერიშები მიიტანა

„როიტერის“ ცნობით, ისრაელმა სარაკეტო იერიშები მიიტანა სირიაში, რუსეთის ბაზის სიახლოვეს. სააგენტოს ცნობით, ისრაელის სამიზნე იყო ირანული სამხედრო ობიექტები. ამის შესახებ „როიტერს“ ისრაელის დაზვერვის წარმომადგენლებმა განუცხადეს.

მათვე ცნობით, რამდენიმე სარაკეტო დარტყმა განხორციელდა ირანის რადარის მომსახურე სადგურზე და ანტისაჰაერო თავდაცვითი სისტემების მომსახურე საგუშაგოზე, რომელიც პორტ ტარტუსთან ახლოს მდებარეობს. ამ პორტში განლაგებულია რუსეთის ფლოტის მთავარი ბაზა.

ისრაელის სხვა დარტყმების სამიზნეს წარმოადგენდა სირიის დედაქალაქ დამასკოს ჩრდილო-აღმოსავლეთ შემოგარენი, სადაც პრო-ირანული რადიკალური დაჯგუფება „ჰეზბოლას“ მებრძოლები არიან დისლოცირებულები. სირიის არმიაში განაცხადეს, რომ დარტყმების შედეგად დაიღუპა სამი სამხედრო მოსამსახურე.

ბოლო წლებში ისრაელმა არაერთხელ მიიტანა იერიშები სირიაში მდებარე იმ ობიექტებზე, რომლებსაც მისი აზრით დაკავშირებულია ირანთან. თუმცა, ამ დრომდე ისრაელი თავს იკავებდა რუსული ბაზის სიახლოვეს იერიშების განხორციელებისგან.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა