კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს
გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს: მადლობა ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის, პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის
ივანე ჩხაიძე რუსეთში შავი ჭირით სავარაუდო გარდაცვალებაზე: ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, დიდი იმედი მაქვს, ინფორმაცია არ დაიმალება
გიორგი დავითაძის მამა ლევან იოსელიანზე: ის არა ხალხისა და წამებული ადამიანის, არამედ „ქართული ოცნების“ უფლებებს იცავს
შუქრი ბურჭულაძე: რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი, მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე
მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძესთან საპროცესო შეთანხმების პირობები საბოლოო შეთანხმების პროცესშია – შესაძლოა, მათ ციხე 4 ნოემბერს დატოვონ
Ukraine marks Territorial Defense Day

ლევან დავითაშვილი - ბიზნესთან დეტალურად ვიმსჯელეთ „წყალტუბოს ახალი სიცოცხლის“ პროექტზე და ბევრი საინტერესო მოსაზრება მივიღეთ მათი მხრიდან

ნახვები: 575 ლევან დავითაშვილი - ბიზნესთან დეტალურად ვიმსჯელეთ „წყალტუბოს ახალი სიცოცხლის“ პროექტზე და ბევრი საინტერესო მოსაზრება მივიღეთ მათი მხრიდან

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი პროექტ „წყალტუბოს ახალი სიცოცხლის“ ფარგლებში ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა და კურორტის განვითარების გეგმა გააცნო. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, ეკონომიკის მინისტრმა ბიზნესს პროექტის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.

ლევან დავითაშვილის თქმით, წყალტუბოთი დაინტერესება საკმაოდ დიდია და მისი რეაბილიტაციის პროექტი წარმატებითაც განხორციელდება.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია წყალტუბოს კურორტის აღდგენა და ახალი სიცოცხლის დაბრუნება. დღევანდელ შეხვედრაზე ბიზნესს სრული ინფორმაცია მივაწოდეთ წყალტუბოს კურორტის განვითარებასთან დაკავშირებით სახელმწიფოს ხედვის, ასევე მისი პოტენციალის შესახებ. შეხვედრის მონაწილეებთან ერთად დეტალურად ვიმსჯელეთ და ბევრი საინტერესო მოსაზრება და წინადადება მივიღეთ ბიზნესის მხრიდან “, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა შეხვედრის შემდეგ.

კურორტის აღდგენის გენგეგმის ფარგლებში აუქციონზე გასაყიდად გამოვიდა წყალტუბოში მდებარე 14 სანატორიუმი, რომელთა ღირებულება დაახლოებით, 50 მლნ ლარია. ამასთან, კურორტში დაახლოებით 500 მლნ ლარის ოდენობის კერძო ინვესტიცია განხორციელდება.

პროექტის თანახმად, სახელმწიფო ათეულობით მილიონი ლარის ინვესტირების ვალდებულებას იღებს, რათა წყალტუბო საერთაშორისო დონის სპა-კურორტად იქცეს.

წყალტუბოს მასშტაბური პროექტის განხორციელება შექმნის 3 200-ზე მეტ ახალ სამუშაო ადგილს, საწოლფონდს 6 000-ზე მეტი ადგილით, მოიზიდავს 500 მლნ ლარის ოდენობის ინვესტიციას და მნიშვნელოვნად გაზრდის ვიზიტორების რაოდენობას.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია ბეგიაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ირაკლი ნადარეიშვილი, მარიამ ქვრივიშვილი, ნინო ენუქიძე, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი დუგლაძე, კურორტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი სანდრო ონოფრიშვილი, სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი იოანე მენაბდე და 40-მდე მსხვილი ბიზნეს კომპანიის წარმომადგენელი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა