თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia
Serviceman recruited by Russia while AWOL detained for directing strikes on Ukrainian forces

2004-2005 წლებიდან ვურჩევდი სააკაშვილს, ის როლი, რაც შეასრულა ქვეყნის ტრანსფორმირებაში, თვითონაც შეერგო და ქვეყნისთვისაც მოეხმარა-დავით უსუფაშვილი

ნახვები: 563 2004-2005 წლებიდან ვურჩევდი სააკაშვილს, ის როლი, რაც შეასრულა ქვეყნის ტრანსფორმირებაში, თვითონაც შეერგო და ქვეყნისთვისაც მოეხმარა-დავით უსუფაშვილი

სააკაშვილს, როგორც პოლიტიკოსს, 2004-2005 წლიდან ვურჩევდი, ის როლი, რაც მან შეასრულა ქვეყნის ტრანსფორმირებაში, თვითონაც შეერგო და ქვეყნისთვისაც მოეხმარა, რადგან ის დაადგა დესტრუქციული პოლიტიკური ლიდერობის გზას, განსაკუთრებით მისი პრეზიდენტობის მეორე ნახევარში, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

უსუფაშვილის თქმით, არ ფიქრობს, რომ სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლით ქართული პოლიტიკა დაზარალდება.

„2013 წელს, როდესაც საპრეზიდენტო ვადაც ამოეწურა, მაშინაც საჯაროდაც მითქვამს და არა მხოოოდ საჯაროდ, რომ ყოფილ პრეზიდენტს უნდა მოეხერხებინა ყიფილი პრეზიდენტის როლში და რანგში დარჩენა, რაც ძალიან სერიოზული რანგია საზოგადოებისთვის, თუ მას სიკეთის კეთება უნდა. მისი პოლიტიკაში ყოფნით მიღებული სარგებელი, დაწყებული 2007-2008 წლებიდან, მე მაინც და მაინც არ მახსოვს და არც ახლა ველოდი. არ მგონია, რომ სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლით ქართული პოლიტიკა დაზარალდება. მესმის, რომ სხვაგვარად ფიქრობენ მისი მომხრეები, მაგრამ ყველას მომხრეებმა უნდა გაიაზრონ და გავიაზროთ, რომ მუდმივი არაფერია. პოლიტიკაში ყველაფერი წარმავალია. განსაკუთრებით ასეთ თანამდებობის პირებს უნდა შეეძლოთ მოსვლა და უნდა შეეძლოთ წასვლა. ახლა სწორადაა დრო შერჩეული, სწორად მოიქცა. თავის დროზე, რომ ჩამოვიდა, მგონია, რომ კატასტროფულად არასწორად მოიქცა, პერსონალურად მისთვისაც და ქართული პოლიტიკური ცხოვრებისთვისაც. მისი გადასაწყვეტია, მე მას ამ წუთში, მას შემდეგ, რაც პატიმრობაშია, როგორც ადამიანს ვგულშემატკივრობ. მის ოჯახის წევრებს ვუსურვებ, თავისი საყვარელი შვილი, მამა და მეუღლე ჰყავდეთ ჯანმრთელი და მასაც ვუსურვებ, რომ ცხოვრების სხვა ასპექტებზეც იფიქროს, რაც მალე უკეთესი“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა