საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული რუსული სპეცოპერაცია “შიო”-ს (პირობითი სახელი) პირველი ფაზა მოსკოვისთვის წარმატებით დასრულდა.
ჯერ კიდევ, ლამის ორი თვის წინ ,“ქრონიკა +” მოვლების შესაძლო განვითარების შესახებ წერდა - კერძოდ იმას, რომ რუსეთის სპეცსამსახურებმა და ერთმორწმუნე რუსეთის სპატრიარქომ, არც მეტი - არც ნაკლები, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს ადგილმონაცვლე შეარჩიეს.
შესაბამისი ინფორმაცია ჩვენ მაღალი სასულიერო იერარქისგან მივიღეთ და საკუთარ მოვალეობად ჩავთვალეთ საზოგადოების, საპატრიარქოს პროგრესული ნაწილისა და თვით ხელისუფლების გაფრთხილება. ამის მიუხედავად პატრიარქმა ილია მეორემ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი პატრიარქის მოსაყრდედ დაადგინა. ამ გადაწყვეტილებით და სამომავლოდ გარანტირებული საკუთარი ორი ხმით, მიტრიპოლიტსა და პატრიაქის ქორეპისკოპოსს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობელობისკენ გაეხსნა გზა.
შექმნილ ვითარებაში ისევ მოვითხოვეთ იმ მიტრიპოლიტთან შეხვედრა, რომელმაც შიოს შესახებ მოგვაწოდა ინფორმაცია და როგორც აღმოჩნდა განვითარებული მოვლენები და ფაქტები კიდევ უფრო მძიმე და შესაძლოა, ტრაგიკულიც კი აღმოჩნდეს არა მხოლოდ ჩვენი ეკლესიის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის.
“მოგეხსენებათ, თქვენს გაზეთში გამოქვეყნებული მასალის მეორე დღეს სინოდის ნაუცბათევი სხდომა დაინიშნა. თითქმის არც ერთი ეპისკოპოსისთვის არ იყო ცნობილი სხდომის დღის წესრიგისა და განსახილველი საკითხების შესახებ. სწორედ ამ სხდომაზე დადგინდა დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის შესწავლა. სხდომის დეტალებს საჯაროდ არ გავხდი, თუმცა ცალკეული ჩანათრები ცხადყობდა იმასაც, რომ თქვენი საგაზეთი მასალით გარკვეული პირები უკმაყოფილონი იყვნენ და ასევე საკმაოდ ბევრი ეპისკოპოსი ჩაფიქრებული”, - განაცხადა მიტროპოლიტმა, რომელიც წინა საგაზეთი მასალაშიც აღვნიშნეთ, მისი ვინაობის გამხელისგან თავშეკავების გარანტიით გვესაუბრა.
როგორც მიტროპოლიტმა აღნიშნა, სინოდის სხდომის შემდეგომ ფაქტობრივად შეწყდა სასულიერო პირების ინდივიდუალური “დამუშავება” სენაკისა და ჩხუროწყუს ეპისკოპოსის სასარგებლოდ. მაგრამ მოვლენები უფრო დრამატულად განვითარდა.
“სინოდის სხდომიდან ოციოდე დღეში, თბილისში, სულ რამდენიმე საათით, ჩამოფრინდა ვოლოკალამსკელი მიტროპოლიტი ილარიონი, რომელიც პატრიარქ კირილის შემდეგ ყველაზე გავლენიანი ფიგურაა. მიტროპოლიტი ილარიონი რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიაში საგარეო საქმეებს უძღვება, არის წმინდა სინოდის წევრი. სწორედ ამ ვიზიტმა მოახდინა მოვლების ფორსირება. თუმცა ფორმალურ მიზეზად რუსეთში პატრიარქობის აღდგენის 100 წლისთავის ზეიმზე საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მიწვევა დასახელდა”, - აცხადებს მიტროპოლიტი.
როგორც ირკვევა, პატრიარქთან აუდენციისას, მიტროპოლიტმა ილარიონმა კირილის მოკითხვისა და მიწვევის ტექტსის, ზოგადი სახის ფრაზების შემდეგ აფხაზეთის თემა წამოსწია. კონკრეტულად კი სიმონ კანანელის სახელობის ახალი ათონის მამათა მონასტრის საკითხი, რომელსაც რუსეთი საკუთარ სიწმინდედ მიიჩნევს. ყურადღება გაამახვილა არქიმანდრიტ დოროთე დარბის სეპარატისტულ თვითნებობებზე.
აქვე ერთი გადახვევა - აფხაზეთში განვითარებული მოვლენების სემდეგ, მოსკოვი მუდამ სთხოვდა ქართულ ეკლესიას, დაეთმო ახალი ათონის მონასტერი. უარს იღებდა, თუმცა 2011 წელს მხარეებმა მაინც მოილაპარაკეს, კონკრეტული დოკუმენტის გაფორმების გარეშე, რომ ახალი ათონი, დე-ფაქტო ორმაგ მმართველობაში იქნებოდა. ანუ, რუსეთის პატრიარქი, რომელიც კვლავინდებურად სცნობს საქართველოს კანონიკური საეკლესიო ტერიტორიის ურღვევობას, ახალ ათონში წარაგზავნიდა რუს კლირიკს მღვდელმთავრად და ქართული მხარე ამას არ გააპროტესტებდა. სწორედ ამას და განვითარებულ მოვლენებეს მოჰყვა დოროთე დბარისა და მისმა მომხრეების მიერ „აფხაზეთის წმიდა მიტროპოლიის“ გამოცხადება, კათედრით ახალ ათონში. ამ ფაქტის შემდეგ მათ ავტოკეფალიის აღიარების თხოვნით კონსტანტინეპოლის პატრიარქ ბართლომეს მიმართეს.
“ცხადია, რომ შიოს პატრიარქად გახდომის საკითხის გახმაურება გახდა მოვლენების გავითარების კატალიზატორი. პატრიარქი კირილი და შესაბამისი სამსახურები, ადგილზე კი შიო და მისი მხარდამჭერი ჯგუფი მიხვდნენ, რომ სენაკისა და ჩხოროწყუს ეპისკოპისის საკითხი შესაძლოა, ჩავარდნილიყო და აუცილებლად მიიჩნის ფორსირებული ზეწოლა. ილარიანომა საქართველოს კათალიკოს პატრიარქს ილია მეორეს “აფხაზური ეკლესიის” სეპარატიზმის წინააღმდეგ უნია შესთავაზა, რომელიც „ერთობლივი ჯგუფის“ შექმნას გულისხმობს. ამავდროულად ითქვა, რომ ამ შეთანხმების დაცვა და რეალიზება სასიცოცხლოდ აუცილებელია ქართული მართლმადიდებლური ეკლესიისთვის”, - გვყვება მიტროპოლიტი.
და, როგორც ირკვევა, სწორედ აქ შემოიყვანა ილარიონმა ამ უნიის მთავარ გარანტორად და ფიგურანტად ქართული მხრიდან სენაკისა და ჩხოროწყუს ეპისკოპოსი მეუფე შიო.
“მიტრიპოლიტმა ილარიონმა აღნიშნა, რომ რუსეთის ეკლესია და პირადად პატრიარქი კირილი დარწმუნებულნი არიან, რომ შეთანხმების შემთხვევაში მისი უწმინდესობა უნიის ერთგული იქნება, თუმცა ეჭვს აჩენს ერთი მეტად მნიშვნელოვანი გარემოება, რომელმაც შესაძლოა, ქართული მხრიდან შეაფერხოს ეს გონივრული და ურთიერთსასარგებლო შეთანხმება. მისი უწმინდესობის ჯანმრთელობა დიდ ყურადღებას მოითხოვს და ყველას ვალია იგი მოვარიდოთ ყოველდღიურ მძიმე რუტინას, ვილოცოთ მისი ჯანმრთელობისა და დიდ ხანს სიცოცხლისთვის. ამიტომ პატრიარქი კირილი მიიჩნევს, რომ უპრიანი იქნებოდა ამ და სხვა ადმინისტრაციული საქმეების წარსამართავად პატრიარქისგან (ილია მეორე. ავტ,) ხელდასმული ყოფილიყო სასულიერო პირი, რომელსაც უპირობოდ ენდომა მისი უწმინდესობა და აქვს ნდობა ჩვენი მხრიდანაც. ილარიონმა დასძინა, რომ ასეთი გონოვრული გადაწყვეტილება შესაძლებელს გახდიდა ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას თავიდან აეცილებინა რყევები და იმ ძალების ქმედებები, რომლებიც ახდენენ მის დისკრედიტაციას. ითქვა, რომ ასეთი ე.წ. ლიბერალური სასულიერო პირები სამწუხაროდ, არიან რუსულ ეკლესიაშიც. შემდგომ კი გაჟღერდა კონკრეტული პეროსნის - შიოს სახელი, რომელსაც თავის მხრივ რუსული ეკლესია ენდობა”, - აცხადებს მიტროპოლიტი “ქრონიკა+”-თან საუბარში.
ამ დიალოგში ასევე აღინიშნა, რომ ორი ეკლესია მხარდამხარ უნდა იყოს, და თუ მოვლენები არასასურველი სცენარით განვითარდა, შესაძლოა, ამან გამოიწვიოს “სეპარატისტული ეკლესიის” გაძლიერება, რა შემთხვევაშიც რუსეთის ეკლესია იძულებული იქნება ღიად დაუჭიროს მხარი იმ ჯგუფს, რომელიც დოროთე დარბის წინააღმდეგ იბრძვის.
“ფაქტობრივად, ეს იყო ღია მესიჯი გამოუვალ მდგომარეობაში აფხაზეთის ეკლესიის შესაძლო აღიარების თაობაზე და პატრიარქის ღია შანტაჟი, შიოს სასარგებლოდ”, - აცხადებს მიტროპოლიტი.
უნიის შეთავაზება და სასურველი პერსონის საქართველოს კათალიკოს პატრიარქად აღზევება რუსეთისთვის უმნიშვნელოვანესია. რადგან რუსული მართლმადიდებელი ეკლესია რუსეთის სახელმწიფოს და კერძოდ ვლადიმერ პუტინის ახალი იმპერიალისტური ზრახვების შემადგენელ ნაწილად განიხილება და “ერთმორწმუნე საქართველოს” სულიერი სამწყოს მეთაურად მოსკოვის მიმართ ლოიალური პერსონის დადგენას უპირველესად პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს.
როგორც ირკვევა, პატრიარქმა მიტროპოლიტ ილარიონს უნიასთან დაკავშირებით განუცხადა, რომ ამ საკითხის განხილვა უმჯობესია მოხდეს მოსკოვში მისი ვიზიტის დროს, თუმცა არ დაუკონკრეტებია როდისთვის დაიგეგმებოდა ეს ვიზიტი.
მართალია, რომ ეს იყო ფრიად გონივრული პასუხი, მაგრამ ილარიონის მოსკოვში დაბრუნების შემდეგ ადგილზე ამუშავდნენ საპატრიარქოში არსებული რუსული ძალები, რომლებმაც დაიწყეს პატრიარქის დარწმუნება შესაძლო ხიფათისა და გართულებების თავიდან აცილების მიზნით მოსაყდროს დასახელების აუცილებლობის თაობაზე, რომელიც მოსკოვისთვის შემაკავებელი ფაქტორი გახდებოდა. აღინიშნა, რომ შესაძლო იყო, მოსკოვი არ დალოდებოდა პატრიარქის მოსკოვში შესაძლო ვიზიტს, რომელიც არც კი იყო დაგეგმილი და საქართველო მართლამდიდებელი ეკლესიისთვის “საზიანო” გადაწყვეტილებები მიეღო.
“აწ უკვე ფაქტია, რომ მისი უწმინდესობა ძლიერი ფქიქოლოგიური წნეხის ქვეშ მოაქციეს ათასი საფუძვლიანი თუ უსაფუძვლო არგუმენტით და ამის შემდეგ ნურავის უნდა გაუკვირდეს პატრიარქის გადაწყვეტილება მოსაყდრედ შიოს დასახელების შესახებ”, - აცხადებს მიტროპოლიტი.
საქართველოს საპატრიარქოში ბოლო დროს განვითარებული მოვლების ანალიზისთვის და მას შემდეგ რაც უკვე ოფიციალურად ცნობილია მოსაყდროს ვინაობა, ალბათ აუცილებელიც კი არის აქვე მოვიყვანოთ ციტატა ამ თემაზე “ქრონიკა +” -ში გამოქვეყნებული წინა მასალიდან: ცივი გონებით დალაგებული ეს ვითარება, თითოეული მეუფის მომხრეებისა თუ მოწინააღმდეგეების ბანაკად სამღვდელოების დანაწვერება და შიდა დაპირისპირება, ცხადია არც ერთ ჭკუათმყოფელ პერსონას არ აძლევდა ხელს. რბლიად რომ ითქვას, მეუფე იაკობის უკიდეგანო ამბიციები იქნა გამოყენებული დიდი განხეთქილებისთვის, როგორც ეს ბოლო დროს გამოქვეყნებული მასალებიდანაც იკვეთება და არანაირი ციანიდი, როგორც ეს ოფიციალურ ვერსიებში გამოაჩინეს, ბუნებაში არ არსებობდა. ასეთ საქმეებში, რაოდენ გულმხურვალედაც არ უნდა იყოს ჩართული ესა თუ ის პერსონა, რატომღაც ყველას სჯერა, რომ ის მართალია, რომ მას ვერავინ გააცურებდა და ისიც, რომ მის პატიოსნებაში ეჭვის შეტანა უსინდისობაა. ამ ლოგიკას ნამდვილად უნდა დავეთანხხმოთ, რადგან ასეთი სახის სპეცოპერაციებსა და მით უფრო “სამეფო კარის” გადატრიალებებში მონაწილე პერსონების უმეტესობა ხშირად ვერც კი ათვითცნობიერებს, რომ ის უბრალო ინსტრუმენტია - ჭანჭიკია მავანთა ხელში. და რაც უფრო დიდია პროცესებში ჩართული პერსონის რანგი, მით უფრო შეუვალია მისი ლოგიკა კეთილსინდისიერებისა და სწორად მოქმედების კონტექსტში და ამაშია სპესამსახურების წარმატებულობა და “ჭანჭიკების” უბედურება.
ახლა რაც შეეხება მეუფე შიოს. რადგან წინა წერილში საკმაოდ ვრცლად ითქვა მისი ბიოგრაფიული დეტალების შესახებ, ამჯერად არც ღირს ამაზე ყურადღების შეჩერება, თუმცა “ქრონიკა+”-ის თანამოსაუბრე მიტროპოლიტი მეტად საგულისხმო გარემოებაზე მიანიშნებს.
“ყველა ადამიანის ბიოგრაფიაში არის ლაქები. ჩვენ ყველანი ვუშვებთ შეცდომებს. მაგრამ მთავარია რამდენად ვაღიარებთ და ვინანიებთ მას. ახლა, ცხადი ხდება, რომ მეუფე შიოს ფაქტობრივად არ აქვს წინააღმდეგობა პატრიარქობისკენ მიმავალ გზაზე. უფალმა დიდ ხანს გვიცოცხლოს ჩვენი პატრიარქი, მაგრამ ოდესმე საეკლესიო კრებას მოუწევს ახალი პატრიარქის არჩევა. ვშიშობ, რომ დედა ეკლესიის წინაღში მყოფი პროგრესული ძალები ვერ შესძლებენ წინ აღუდგენენ რუსულ სცენარს. მით უფრო რომ ყველა ლოგიკის მიხედვით, შიო, მისი გარემოცვა და რუსეთის სპეცსამსახურები შეეცდებიან ამ ლაქების გასუფთავებას”, - აცხადებს მიტროპოლიტი, რომელიც “ქრონიკა +”-ის კითხვაზე, თუ რას გულისხმობს ლაქების გასუფთავებაში, ერთმნიშვნელოვნად პასუხობს: “- არასასურველი პირებისა და არასასურველი მოწმეების მოშორებას სხვადასხვა მეთოდით”.
მიტროპოლიტმა არ დაიზარა და 12 ადამიანზე, მათ შორის ოთხი სასულიერო და რვა საერო პირზე მიანიშნა, რომლებიც შესაძლოა მეუფე შიოს დაუპირისპირდნენ და მისი ბიოგრაფიის ლაქებიც გამოამზეურონ, ან არც კი მაგრამ მათ ხელთ არსებული ინფორმაციები შიოსთვის არასასურველი და რისკის შემცველი იყოს. რაც მომავალ პატრიარქად მოაზრებული პერსონისთვის საკმაოდ მძიმე დარტყმა შეიძლება აღმოჩნდეს. “ამიტომაც ეს ლაქები ან უნდა “წაიშალოს” ან უნდა “მორიგდნენ”, - ამბობს მიტროპოლიტი.
ცხადია, რომ საქართველოს სპეცსამსახურებმა მორიგი ფიასკო განიცადეს თუ თავად არ არიან ამ თამაშის მონაწილენი. ისიც ცხადია, რომ 48 წლის “ახალგაზრდა” მიტროპოლიტის “აღზევება” სწორედ რომ კარგად გათვლილი ოპერაციის გეგმაა, რადგან მცხოვანი და გონიერი პატრიარქის შემდგომ მრევლმა და ხალხმა “ახალგაზრდა და ენერგიული” პატრიარქი იხილოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობელად.
რა თქმა უნდა, თავად ფაქტშიც შესაძლოა, წარმატებული და კარგი ნიუანსებიც დაგვენახა, რომ არა მოსკოვი, რუსეთის სპეცსამსახურები და ვასაძე-დუგინის ლობისტური დუეტი.
დიახ, საქართველოს ხელისუფლება მორიგჯერ აღმოჩნდა სასარგებლო იდიოტის როლში და რუსეთის ნების გამტარებლად საკუთარი უმოქმედობით (ეს იმ დათქმით, თუ თავად არ არის პროცესების მონაწილე). თუნდაც ოქტომბრის დასაწყისიდან მოყოლებული, რაც ამ საფრთხის შესახებ ღიად დაიწერა, მან არანაირი ქმედითი ნაბიჯები არ გადადგა და ამ შემთხვევაში კონკორდატი და ეკლესიის საქმეებში ჩაურევლობა არაფერ შუაშია. მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ეკლესია, სწორედ სახელმწიფოს ნეო-იმპერიალიტური ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებს. თან, ნურც ის დაგვავიწყდება, რომ სახელმწიფოს და მისი მოქალაქეების განვითარების პერსპექტივები, საზოგადოებაზე გავლენის ინსტრუმენტის გათვალისწინებით ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიაში საკმაოდ ძლიერია.
რა შეიძლება ბოლოს ითქვას იმის გარდა, რომ საქართველომ და ქართველმა ხალხმა, გნებავთ ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლმა და თავად ეკლესიამ მორიგი რაუდი წააგენს და მორიგჯერ დამარცხდნენ რუსეთთან. ბოლო და გადამწყვეტი ბრძოლა ჯერ კიდევ წინ არის, მაგრამ შესწევს კი ძალა საკუთარ კომფორტზე მორუდუნე საზოგადოებას და სახელმწიფოს ეს ბრძოლა მოიგოს?
გოჩა მირცხულავა
საარქივო მასალა
გამოქვეყნებულია გაზეთში ქრონიკა +
2017 წლის ნოემბერი
გოჩა მირცხულავა: ოპოზიციიდან ზოგმა ივანიშვილთან პირდაპირ ითანამშრომლა, ზოგმა კი თავისი სასარგებლო იდ
გოჩა მირცხულავა - „ქართული ოცნების“ მცდელობები, მოჩვენებითად თუ საქმით დაანახონ დასავლეთს, რომ „ჩვენ