ბერდია სიჭინავა გიორგი ხოჯევანიშვილზე: მთელი ცხოვრება მოუწევს იმ ტვირთის ტარება, რომელიც ამ ჩვენების მიცემით აიღო
აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილემ თბილისში თავდაცვითი თანამშრომლობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილა
აფხაზეთში, რიწისკენ მიმავალ გზაზე კლდეზე ცეცხლი შენიშნეს, თვითმხილველი ვარაუდობს, რომ შესაძლოა ვულკანური ლავა იყოს
კოტე კემულარია: ტრამპის გადაწყვეტილებით, მარკო რუბიო ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის თანამდებობას ოფიციალურად დაიკავებს
თენგიზ აბლოთია: უწყვეტი პროტესტის ორი წელი - რისთვის ვდგავართ და რა გვინდა?
რომან გოცირიძე: ბოლო ერთი თვეა, სახელისუფლებო მედია და პროპაგანდისტები ჩემზე ორგანიზებულ შეტევას ახორციელებენ
Bloomberg: ევროკავშირი უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფამდე რეფორმების წინსვლას ითხოვს
კახა კახიშვილი ჩორჩანას საქმეზე: საგუშაგოს მოწყობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციაში არ შემოსულა, ფაქტი მედიით გავიგე

„როიტერი“ - აშშ-ის თავდაცვის უწყების ოფიციალური პირი აცხადებს, რომ რუსეთის არმია უკრაინასთან ომში დღიურად ასობით მსხვერპლს იღებს

ნახვები: 710 „როიტერი“ - აშშ-ის თავდაცვის უწყების ოფიციალური პირი აცხადებს, რომ რუსეთის არმია უკრაინასთან ომში დღიურად ასობით მსხვერპლს იღებს

შეერთებული შტატები მიიჩნევს, რომ რუსეთის არმია უკრაინასთან ომში დღიურად ასობით მსხვერპლს იღებს და ათასობით ლეიტენანტისა და კაპიტნის დაკარგვის გამო, მისი სარდლობის ჯაჭვს უჭირს. ამის შესახებ „როიტერი“ აშშ-ის თავდაცვის უწყების ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იტყობინება.

ოფიციალურმა პირმა, რომელმაც ანონიმურობის პირობით ისაუბრა, აღნიშნა, რომ ლეიტენანტებისა და კაპიტნების გარდა, ასევე ასობით პოლკოვნიკი და ბევრი რუსი გენერალი დაიღუპა.

აშშ-ის თავდაცვის უწყების წარმომადგენლის თქმით, ოფიციალური ვაშინგტონი ასევე მიიჩნევს, რომ უკრაინამ 100-ზე მეტი მაღალი ღირებულების რუსული სამიზნე გაანადგურა უკრაინის ტერიტორიაზე, მათ შორის სამეთაურო პუნქტები, საბრძოლო მასალის საწყობები, საჰაერო თავდაცვის ობიექტები და ა.შ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა