ქურდული მენტალიტეტი, ყოფითი აგრესია და ქვეყანა, რომელიც ავადაა
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმას ეხმაურება: „ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა იდიოტის ან პროვოკატორის საქციელია“
კლინიკა „ჰელსიკორი“: ვერაზე დაჭრილი ორი ახალგაზრდა ოპერაციის შემდეგ სტაბილურ მდგომარეობაშია
Freedom House ვახო სანაიას დაპატიმრებას ეხმაურება და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს
ვერაზე სროლის საქმეზე ერთი პირი დააკავეს — დაჭრილია ოთხი ადამიანი, მათ შორის გარდაიცვალა ერთი არასრულწლოვანი
Ukrainian border guards rescue 16 crew members after Russian drone hits foreign cargo ship in Black Sea
Ukraine’s new military leadership vows stronger strikes and technological advantage over Russia
Rubio to discuss Russia's war against Ukraine at meeting with Lavrov

მეუფე იაკობი გიორგი გახარიას სკანდალურ ბრალდებას უყენებს - „ყველაფერი გააკეთა, რომ ესკალაცია მომხდარიყო“

ნახვები: 1284 მეუფე იაკობი გიორგი გახარიას სკანდალურ ბრალდებას უყენებს - „ყველაფერი გააკეთა, რომ ესკალაცია მომხდარიყო“

დღეს, 1-ელ ივნისს, წმინდა ნინოს ხსენების დღეს, ბოდბის მონასტერში მეუფე იაკობმა წირვა აღავლინა.

„დიდება და მადლობა უფალს. მადლობა განსაკუთრებით დედებს, რომლებმაც წალკოტად აქციეს აქაურობა. უფლის სახლია წმინდა ნინოს სახელობის ტაძარი. ეს არის პატრიარქის და საქართველოს შემოწირულობისგან. საკმაოდ დიდი პერიოდი გიორგი გახარია იყო აღმასრულებელ ხელისუფლებაში, როგორც ეკომიკია მინისტრი, ისე ვიცე-პრემიერი და შემდეგ, პრემიერი, პრემიერობამდეც მოქმედ პრემიერზე მეტი ძალა ჰქონდა და მერე თვითონ გახდა პრემიერი. პანდემია რომ არ მოსწრებოდა იყო, საუბრები რომ უნდა წასულიყო თანამდებობიდან. ახლაც მიდიოდა საუბრები, რომ ცოტა ხანში წავიდოდა. მელიას საქმეს არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა. მე ვფიქრობ, რომ დაასწრო მოვლენებს, იცით, რომ ინფირმაციები მეც მაქვს იქიდან. გახარიამ მუშტების ბრახუნითაც დაარწმუნა პარლამენტის ზოგერთი წევრები, რომ მელიასთვის იმუნიტეტის შეწყვეტა იყო აუცილებელი. ყველაფერი გააკეთა, რომ ესკალაცია მომხდარიყო. ცოტა ხანში გამოდის და ამბობს, ამას რას აკეთებთო. უბრალოდ, თავისებთან ცუდად გამოვიდა, როგორც მე ვიცი. რატომ ლაპარაკობენ, რომ ივანიშვილის პროექტია, ჩემთვის გაუგებარია. მე ველოდებოდი, ვის წარადგენდა თავის გუნდში და იყო ადეიშვილის კადრები, ვნახე შიგნით, ადეიშვილის, მერაბიშვილის, ასევე კეზერაშვილის, ანუ „ნაცმოძრაობის" რაღაც ნაწილი ჰყავს გუნდში," - განაცხადა მეუფე იაკობმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა