პირს, რომელიც დასაქმებულია ორგანიზაციაში, რომლის შემოსავლის 20%-ზე მეტი მიღებულია უცხოური ძალისგან, პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლის განმავლობაში აეკრძალება
მეწარმე სუბიექტი, ისეთი საჯარო პოლიტიკური აქტივობის განხორციელებისთვის, რომელიც არ არის დაკავშირებული მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან, შესაძლოა 20 000 ლარით დაჯარიმდეს
საკანონმდებლო ცვლილებებით, გარე ლობიზმი სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება
დონალდ ტრამპი - ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინასთან და რუსეთთან დაკავშირებით ძალიან კარგი რამ ხდება
საგამოძიებო სამსახური - ილია ღუდუშაურმა ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება - გამოცხადებული ტენდერი მისი უკანონო დავალებით შეწყდა და გამოცხადდა ახალი ტენდერი, რომლის პირობები მორგებული იყო ერთ კომპანიაზე
Firefight continues in Myrnohrad center — AFU
Russian army strikes Sumy region nearly 60 times in 24 hours, casualties reported
Air Defense Forces neutralize 135 of 165 Russian drones

ევროპული პერსპექტივის მიცემა არის აღიარება, რომ ევროპის პარლამენტი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მომავალს-დევიდ მაკალისტერი

20.07.2022 ნახვები: 647

ევროპულ საბჭოში გადაწყვეტილება გახლდათ ისტორიული, რომლითაც გაჟღერდა, რომ საქართველოს ეძლევა ევროპული პერსპექტივა. ეს გახლავთ აღიარება, რომ ევროპის პარლამენტი  მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მომავალს, მზად არის, საქართველო დაუახლოოს ევროპის კავშირს, – ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველომ უნდა გადაჭრას გარკვეული პრიორიტეტული საკითხები, რათა მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

„ქალბატონო პრეზიდენტო, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ უმასპინძლეთ ჩვენს დელეგაციას. ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, თქვენთან ერთად განგვეხილა ეს შესაძლებლობები, რომელიც ამჟამად საქართველოს წინაშეა, საქართველოსთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვან მომენტში. მე ვარ დევიდ მაკალისტერი, წარმოვადგენ ევროპის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის 6-კაციან დელეგაციას.

დღეს საქართველოში ვიზიტი არის სამხრეთ კავკასიაში ჩვენი მისიის ერთ-ერთი ნაწილი და ჩვენ ორი დღის განმავლობაში შევხვდებით საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლებს, პარლამენტის სპიკერს, პრემიერ-მინისტრს, „ქართული ოცნების“ ლიდერებსა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს. აგრეთვე საგარეო საქმეთა კომიტეტის წარმომადგენლებს და შევხვდებით სამოქალაქო საზოგადოების წევრებსაც. რა თქმა უნდა, ძირითადად ვისაუბრებთ საქართველოს განაცხადზე ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით.

მინდა, გითხრათ, რომ წინა თვეში გადაწყვეტილება ევროპულ საბჭოში გახლდათ მართლაც ისტორიული, რომლითაც გაჟღერდა, რომ საქართველოს ეძლევა ევროპული პერსპექტივა. ეს გახლავთ აღიარება იმისა, რომ ევროპის პარლამენტი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მომავალს და მზად არის, საქართველო დაუახლოოს ევროპის კავშირს, რამეთუ საქართველო არის ევროპის კავშირის ოჯახის წევრი. თუმცა ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველომ უნდა გადაჭრას გარკვეული პრიორიტეტული საკითხები იმისათვის, რათა მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ეს პრიორიტეტები ძალიან მკაფიოდ არის ასახული ევროკომისიის მოსაზრებაში.

ქალბატონ ზურაბიშვილთან ერთად, ჩვენ განვიხილეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, გაერთიანდეს ყველა პოლიტიკური ძალა, რათა მათ გვერდზე გადადონ განსხვავებები და კონსტრუქციულად ისაუბრონ, იმუშაონ ერთი მიზნის მისაღწევად, რაც საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაა. სამწუხაროდ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოზე, ერთი სიტყვა ყოველთვის წამოიჭრება ხოლმე და ეს არის პოლარიზაცია – ეს არის პროცესი, პოლიტიკური დისკურსი, რომელიც ხასიათდება ძალიან მკაცრი რიტორიკით და უუნარობით თუ სურვილის არქონით იმისათვის, რომ ადამიანებმა, დაპირისპირებულმა პოლიტიკურმა მხარეებმა იმუშაონ ერთად, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია იმ მიზნის მიღწევა ქვეყნისთვის, რა მიზანიც აქვს დასახული“, – განაცხადა დევიდ მაკალისტერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა