ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia
Serviceman recruited by Russia while AWOL detained for directing strikes on Ukrainian forces
Russia will pay the price for strikes on Pryluky and Kramatorsk – Zelensky
Khmara, Pistorius discuss Ukraine's key needs to protect critical infrastructure
UK to provide GBP 54M in winter support to Ukraine

დარწმუნებული ვარ, მტერი დამარცხდება და მას შემდეგ, რაც უკრაინა გაიმარჯვებს, შევძლებთ, დავინახოთ, როგორ უნდა განვამტკიცოთ საქართველო-უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობა-ანდრეი კასიანოვი

ნახვები: 564 დარწმუნებული ვარ, მტერი დამარცხდება და მას შემდეგ, რაც უკრაინა გაიმარჯვებს, შევძლებთ, დავინახოთ, როგორ უნდა განვამტკიცოთ საქართველო-უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობა-ანდრეი კასიანოვი

საქართველომ ბოლო დროს, 2014 წლიდან მხარი დაუჭირა 235 საერთაშორისო გადაწყვეტილებას და განცხადებას უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად, – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ანდრეი კასიანოვმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ სტუმრობისას განაცხადა.

„საქართველომ მხარი დაუჭირა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას, რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობის დასასჯელ ტრიბუნალს; ასევე დაუჭირა მხარი რეზოლუციებს, რომელიც უკავშირდება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას და სხვადასხვა საერთოშორისო დოკუმენტს, რომლებსაც ჩვენთვის ძალიან დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს. ძალიან ბევრი რამ ხდება ჰუმანიტარული ხაზით. რუსეთის შეიარაღებული აგრესიის დაწყებიდან საქართველომ უკრაინას 1 100 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი მიაწოდა. საქართველოს მთავრობამ მიაწოდა 520 ტონა ჰუმანიტარული დახმარების ტვირთი, თუმცა არასამთავრობოების დახმარება მიმდინარე წლის ივნისშიც გრძელდებოდა. 40 ტონა ტვირთია მიღებული კერძო ბიზნესიდან“, – განაცხადა კასიანოვმა.

მისი თქმით, დღეს საქართველოში იმყოფება 29 000 უკრაინელი ლტოლვილი და აქედან, 22 000 ჩამოვიდა 24 თებერვლის შემდეგ, რუსეთის უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.

„საქართველოს მხარესთან თანამშრომლობით, ასევე ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით ვცდილობთ, უზრუნველვყოთ და დავაკმაყოფილოთ ჩვენი ლტოლვილების აქტუალური საჭიროებები, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან“, – განაცხადა კასიანოვმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამ გამოიწვია მოცემულობა, როდესაც რაღაც გაურკვევლობა გაჩნდა უკრაინა-საქართველოს შორის ურთიერთობებში, ანდრეი კასიანოვმა განაცხადა, რომ 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ ორ სახელმწიფოს შორის ისეთი ურთიერთობები, როგორიც არის სტრატეგიული ურთიერთობები, ახალ ფაზას გადის და ეს არის გამოცდა.

„ჩვენ გვყავს საერთო მტერი, რუსეთის ფედერაცია და იმედი გვქონდა, საქართველო იმოქმედებდა ჩვენთან უნისონში და კოორდინაციაში, საერთო სისტემაში, ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან და ასევე, ნატო-ს ქვეყნებთან ერთად უნისონში. ცალკე მინდა, გიპასუხოთ რაღაც ცალკეულ კომენტარებზე, რომელიც ახლა მედიასივრცეში და განცხადებებში ჟღერს, თითქოს უკრაინა ცდილობს, საქართველო კონფლიქტში ჩაითრიოს, ან მეორე ფრონტი გახსნას. მინდა, პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ ეს არასდროს არ ყოფილა. უკრაინა საქართველოს ჩათრევას არასდროს არ ცდილობდა და არ ვცდილობდით მეორე ფრონტის გახსნას“, – განაცხადა კასიანოვმა.

კასიანოვმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინა ამ ომში აუცილებლად გაიმარჯვებს საქართველო-უკრაინის საერთო მტერზე და შემდეგ, ორი ქვეყანა შეძლებს სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებას.

მე დარწმუნებული ვარ, უკრაინა გაიმარჯვებს, მტერი დამარცხდება და მას შემდეგ, რაც გავიმარჯვებთ, ჩვენ შევძლებთ, დავინახოთ, როგორ უნდა შევავსოთ და განვამტკიცოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა“, – განაცხადა კასიანოვმა.

გიორგი გვიმრაძემ კითხვა დაუსვა, რამდენად წარმოადგენს ალექსეი დანილოვის და ალექსეი არესტოვიჩის პოზიცია მათ შორის, პრეზიდენტ ზელენსკის პოზიციას, როცა მაგალითად, უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, დანილოვმა განაცხადა, რომ კარგი იქნებოდა, თუ რუსეთს კიდევ სხვაგან ექნებოდა პრობლემა, მათ შორის, საქართველოში, ხოლო პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაციის მრჩეველმა, არესტოვიჩმა განაცხადა, რომ საქართველოში სხვა ხელისუფლების არსებობის, სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში საქართველო უკვე იქნებოდა ომში ჩართული. კითხვის პასუხად კასიანოვმა აღნიშნა, რომ ოფიციალური განცხადებით შეუძლია, გამოვიდეს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი და მას არ მოუსმენია, რომ რომელიმე ამ პირს ასეთი განცხადებები გაეკეთებინა.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა