„ლელო-ძლიერმა საქართველომ“ აჭარაში მერობის კანდიდატები წარადგინა
ლევან ბეჟაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ გმობს 4 ოქტომბრის „არჩევნებად“ წოდებულ სპეცოპერაციას და რუსთაველზე ხალხთან ერთად დაიცავს ქვეყნის ევროპულ მომავალს
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევრობასკეტის მერვედფინალში საფრანგეთის ნაკრები 80:70 დაამარცხა
თბილისის მერობის საერთო კანდიდატი, ირაკლი კუპრაძე მოქალაქეებთან შეხვედრებს განაგრძობს
ახალი შესაძლებლობა წალენჯიხელებისთვის - არტმეურნეობის მულტიკულტურულ ცენტრში სახვითი ხელოვნების სკოლა და სამუზეუმო სივრცე გაიხსნა
ანტონიო კოშტა - უნდა გავაძლიეროთ უკრაინის თავდაცვა და ზეწოლა რუსეთზე დამატებითი სანქციებით
ემანუელ მაკრონი - რუსეთი სულ უფრო ღრმად იჭედება ომისა და ტერორის ლოგიკაში
ურსულა ფონ დერ ლაიენი - კრემლი კვლად დასცინის დიპლომატიას, არღვევს საერთაშორისო სამართალს და კლავს ადამიანებს

ბოლო თვეების განმავლობაში არც ერთი კოვიდ ავადმყოფი, ვინც დროულად ჩაიტარა დიაგნოსტიკა და შეასრულა ექიმის რეკომენდაციები, არ დამძიმებულა-თენგიზ ცერცვაძე

16.07.2022 ნახვები: 583

სავარაუდოდ COVID პანდემია მალე არ დასრულდება და შენარჩუნდება, როგორც ერთ-ერთი რესპირაციული ინფექცია. რა უნდა გავაკეთოთ, რომ თავიდან ავიცილოთ მისი ნეგატიური გავლენა ცხოვრების ხარისხზე და ქვეყნის ეკონომიკაზე, – ასეთი სათაურით ავრცელებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე წერილს „ფეისბუქში“.

თენგიზ ცერცვაძის თქმით, ბოლო პერიოდში, საქართველოში, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, აღინიშნება COVID ახალი შემთხვევების მატება, რაც მოსალოდნელი იყო.

„მაგრამ ჯანდაცვის სისტემის ყველა რგოლი კარგად მომზადებული შეხვდა შემთხვევების მატებას, რისი უტყუარი დადასტურებაა ის, რომ არცერთი COVID ავადმყოფი არ რჩება დროული და ეფექტიანი სამედიცინო მომსახურების გარეშე. რის შედეგადაც ვახერხებთ, რომ გარდაცვალების შემთხვევები შევინარჩუნოთ მინიმალურ ნიშნულზე – დღეში 0 ან ერთი გარდაცვალება. ბოლო ოთხი თვის მანძილზე საქართველში ვაქცინაციით დაბალი მოცვის და COVID ახალი შემთხვევების მატების მიუხედავად, ყოველ ერთ მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით COVID გარდაცვალების შემთხვევები ბევრად, შეუდარებლად ნაკლებია, ვიდრე ამერიკაში, კანადაში, დიდ ბრიტანეთში, პრაქტიკულად მთელ ევროპაში (ერთეული გამონაკლისების გარდა) და ასე განსაჯეთ იმ ქვეყნებშიც კი, რომლებიც ტრადიციულად გამოირჩეოდნენ COVID შემთხვეევების და გარდაცვალების დაბალი მაჩვენებლებით: სამხრეთ კორეა, ტაივანი, ავსტრალია, ახალი ზელანდია, ჰონგ კონგი, იაპონია, ისრაელი და ა.შ. გარდა ამისა, ქვეყანას აქვს COVID დადასტურებულ შემთხვევებს შორის გარდაცვალების პროცენტის – ე.წ. CFR (case fatality rate) მსოფლიოს 112 ქვეყანაზე დაბალი მაჩვენებელი (1,01%).

მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც იკვეთება ტენდენცია, რომ COVID პანდემია მალე არ დასრულდება და შენარჩუნდება, როგორც ერთ-ერთი რესპირაციული ინფექცია. შესაბამისად, ჩვენ უნდა ვისწავლოთ COVID-თან „თანაცხოვრება“ და სწორი ეპიდემიოლოგიური და კლინიკური მართვით შევინარჩუნოთ გარდაცვალების შემთხვევები დღევანდელ მინიმალურ ნიშნულზე და თავიდან ავიცილოთ COVID-ის ნეგატიური გავლენა ცხოვრების ხარისხზე და ქვეყნის ეკონომიკაზე. ამის გარანტია, ვაქცინაციით მოცვის გაზრდის (ბუსტერ დოზების ჩათვლით) გარდა, არის დროული დიაგნოსტიკა, დროული კომუნიკაცია ექიმთან და საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის დროული დაწყება. სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ ბოლო თვეების მანძილზე არც ერთი COVID ავადმყოფი, ვინც დროულად ჩაიტარა დიაგნოსტიკა და შეასრულა ექიმის რეკომენდაციები, არ დამძიმებულა და მით უმეტეს არ გარდაცვლილა.

ყველამ უნდა იცოდეს, რომ ომიკრონის შტამებით გამოწვეული COVID-ის სიმპტომები პირველ დღეებში პრაქტიკულად არ განსხვავდება სხვა რესპირაციული ინფექციების სიმპტომებისაგან. ამიტომ აუცილებელია და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ პირველივე სიმპტომების გაჩენისთანავე უკლებლივ ყველამ ჩავიტაროთ COVID ტესტირება, რაც უფასოა და ადვილად ხელმისაწვდომია და COVID-ის დადასტურების შემთხვევაში ზედმიწევნით შევასრულოთ ექიმის რეკომენდაციები. ყველამ გაითვალისწინოს, რომ დროული მიმართვის და საჭიროებისამებრ მკურნალობის დროული დაწყების შემთხვევაში პრაქტიკულად გარანტირებულია, რომ არ მოხდება პაციენტის დამძიმება და მით უმეტეს არ დადგება ლეტალური შედეგი. ყველამ აუცილებლად უნდა ვისწავლოთ COVID-ის პირობებში უსაფრთხოდ ცხოვრება და საქმიანობა. მინდა დაბეჯითებით ვურჩიო ყველა ოჯახის ექიმს და ყველა COVID კლინიკას სათანადო ჩვენების შემთხვევაში დროულად გამოიყენონ „პაქსლოვიდი“ და/ან „რემდესივირი“. ამით ჩვენ გადავარჩენთ ათასობით COVID ავადმყოფის სიცოცხლეს“, – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა