რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს

ნახვები: 233 რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ რევაზ ნადარაიამ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს მოუწოდა, სასამართლო სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების ნაცვლად სამართლებრივი არგუმენტები წარმოადგინონ.

ამის შესახებ ნადარაიამ საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა, სადაც მმართველი გუნდის მიერ ხუთი ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანების აკრძალვის მოთხოვნით წარდგენილი სარჩელის განხილვა მიმდინარეობს.

სხდომის მსვლელობისას სასამართლოს თავმჯდომარემ პარტიების წარმომადგენლებს რამდენჯერმე მისცა შენიშვნა და განმარტა, რომ სასამართლოს ამოცანა პოლიტიკური შეფასებების გაკეთება კი არა, სარჩელის სამართლებრივი საფუძვლიანობის დადგენაა.

„გასაგებია, რომ სარჩელი პოლიტიკურ პარტიებს ეხება და შემხებლობა აქვს პოლიტიკასთან, მაგრამ პოლიტიკური განცხადებები უნდა გაკეთდეს გარეთ. როცა სასამართლოში საუბრობთ, პოზიციის სისწორე სამართლებრივად უნდა დაასაბუთოთ“, – განაცხადა ნადარაიამ.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს არ იღებს და საქმის განხილვისას მხოლოდ სამართლებრივი არგუმენტებით ხელმძღვანელობს.

„ჩვენ პოლიტიკოსები არა ვართ და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს არ ვიღებთ. ჩვენ მხოლოდ სამართლებრივ ჭრილში უნდა შევაფასოთ, რამდენად საფუძვლიანია საქმე ან რამდენად საფუძვლიანი არ არის. დაიმახსოვრეთ, რომ სასამართლოსთვის პოლიტიკურ განცხადებებს აქვს ნულის ფასი!“ – მიმართა ნადარაიამ პარტიების წარმომადგენლებს.

საკონსტიტუციო სასამართლოში 21 ოქტომბერს დაიწყო პარლამენტის 88 დეპუტატის სარჩელის განხილვა, რომლითაც ხუთი ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანების არაკონსტიტუციურად ცნობაა მოთხოვნილი.

საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლისგან შემდგარი პლენუმი განიხილავს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა