Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky
დონალდ ტრამპი: დროა, უკრაინის სახელით მოლაპარაკებები ზელენსკის ნაცვლად სხვამ აწარმოოს
ქობულეთში 15 წლის შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს
ზელენსკი: რუსეთმა ხარკოვის ოლქში პარკში მყოფ ადამიანებს დრონით დაარტყა – დაიღუპა 6 ადამიანი, მათ შორის ბავშვები
საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელს 21, 22 და 23 ოქტომბერს განიხილავს
ელენე ხოშტარია ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე: ამას ჰქვია ღალატის პროცესი – ოკუპაცია ბრალდება საქართველოს, დასავლეთი კი მტრად ცხადდება

ელენე ხოშტარია ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე: ამას ჰქვია ღალატის პროცესი – ოკუპაცია ბრალდება საქართველოს, დასავლეთი კი მტრად ცხადდება

ნახვები: 199 ელენე ხოშტარია ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე: ამას ჰქვია ღალატის პროცესი – ოკუპაცია ბრალდება საქართველოს, დასავლეთი კი მტრად ცხადდება
„დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვას „ღალატის პროცესს“ უწოდებს. ციხიდან გამოგზავნილ წერილში ის აცხადებს, რომ სარჩელში მოცემული შეფასებები საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიისა და ოკუპაციის პასუხისმგებლობას ქართულ სახელმწიფოს აკისრებს.

ხოშტარიას განცხადებით, მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ მიმდინარე სამართლებრივი პროცესი ზუსტად შეაფასოს და მისთვის შესაბამისი სახელის დარქმევას არ მოერიდოს.

„ძალიან მნიშვნელოვანია სწორი სიტყვით, ზუსტი მნიშვნელობით შევაფასოთ ის საკონსტიტუციო სარჩელი, რომლის განხილვა 2 დღეში დაიწყება. სიტყვას აქვს ძალა! ზუსტი მნიშვნელობის ჩანაცვლება ყალბი მნიშვნელობით რუსების პროპაგანდის ხერხია. ამიტომ არანაირი სხვა სახელი – ამას ჰქვია ღალატის პროცესი“, – წერს ხოშტარია.

მისი შეფასებით, სარჩელის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა 2004-2008 წლებში განვითარებული მოვლენების ინტერპრეტაციაა. ამის დასადასტურებლად ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დოკუმენტიდან რამდენიმე მონაკვეთს ციტირებს.

„2004 წელს ქალაქ ცხინვალის მიმართულებით შეიარაღებული დაპირისპირება განხორციელდა“, – მოჰყავს მას სარჩელიდან ამონარიდი.

ხოშტარია ასევე ციტირებს მონაკვეთს, რომელიც 2007 წელს ცხინვალის რეგიონში დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის შექმნას ეხება.

„ამით საქართველოს იმჟამინდელმა ხელისუფლებამ სამართლებრივად აღადგინა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის 1990 წელს გაუქმებული საზღვრები“, – ნათქვამია მის მიერ მოყვანილ ციტატაში.

განსაკუთრებულ ყურადღებას „დროას“ ლიდერი ამახვილებს სარჩელის იმ ნაწილზე, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომს ეხება.

„აღნიშნული მოვლენების კულმინაცია იყო 2008 წლის აგვისტო, როდესაც საქართველოს იმდროინდელმა ხელისუფლებამ შექმნა ნიადაგი ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ძალის შესაჭრელად“, – ციტირებს ხოშტარია დოკუმენტს.

მისი შეფასებით, ამგვარი ფორმულირებები რუსეთის სამხედრო აგრესიისა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პასუხისმგებლობას თავად საქართველოს აკისრებს.

ხოშტარია ასევე აცხადებს, რომ სარჩელში დასავლეთის ქვეყნების მიმართ დამოკიდებულება და უკრაინის მხარდაჭერა ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ არგუმენტებად გამოიყენება.

კერძოდ, ის მიუთითებს დოკუმენტის მონაკვეთზე, რომელშიც საუბარია უკრაინის ხელისუფლების მიერ საქართველოს ხელისუფლების კრიტიკასა და 2023 წლის ივლისში საქართველოს ელჩისთვის უკრაინის დატოვების მოთხოვნაზე.

„არაკონსტიტუციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა ამ ფაქტებისგან პირდაპირ, ნათლად და მყისიერად გამიჯვნისგან ამჯერადაც თავი შეიკავეს“, – მოჰყავს ხოშტარიას სარჩელიდან ციტატა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, სარჩელში დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა, რუსეთის პოლიტიკის კრიტიკა და უკრაინის პოზიციების დაცვა ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ გამოიყენება.

ხოშტარია საკუთარ წერილში ექვს ძირითად გარემოებას გამოყოფს, რომლებიც, მისი აზრით, სარჩელის პოლიტიკურ შინაარსს განსაზღვრავს: საქართველოსთვის რუსეთის აგრესიის პასუხისმგებლობის დაკისრებას, დასავლეთის მტრად წარმოჩენას, რუსეთის კრიტიკისა და უკრაინის მხარდაჭერის დასჯას, პოლიტიკური ბრძოლის შეზღუდვასა და ერთპარტიული სისტემის დამკვიდრების მცდელობას.

„ეს არის ფაქტები ამ საკონსტიტუციო სარჩელიდან. შესაბამისად, ამას ეწოდება ერთადერთი რამ – ღალატის პროცესი!“ – აცხადებს ხოშტარია.

წერილის ბოლოს „დროას“ ლიდერი მხარდაჭერას უცხადებს ჟურნალისტ ვახო სანაიას, რომელსაც სასამართლომ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

„დიდი მადლობა ვახო სანაიას სისტემის რყევისთვის და მხარდაჭერა მის ოჯახს, განსაკუთრებით ჩემს მეგობარ სანის“, – წერს ხოშტარია.

შეგახსენებთ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში 21 ოქტომბრიდან დაიწყება პარლამენტის 88 წევრის კონსტიტუციური სარჩელის განხილვა, რომელიც ხუთი ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანების საქმიანობის კონსტიტუციურობასა და შესაძლო აკრძალვას ეხება.

სარჩელი შეეხება „ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას“, „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროას“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ გაერთიანებას, „ფედერალისტურ პარტიასა“ და პარტიას „გახარია საქართველოსთვის“.

ელენე ხოშტარიას მიერ გამოთქმული შეფასებები მისი პოლიტიკური პოზიციაა. სარჩელის კონსტიტუციურ-სამართლებრივი საფუძვლებისა და მოთხოვნების შესახებ გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა მიიღოს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა