თამარ ონიანი: ვენეციის კომისიის შეფასებით, „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის ნაცვლად, მის შერყევის საფრთხეს ქმნის
ალეკო ელისაშვილი: 2 ოქტომბერს რუსთავის ციხეში ნამდვილი ბუნტი იყო, დაახლოებით 20 პატიმარი გაიყვანეს და სცემეს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოს პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტა ნაწილობრივ უკრაინის გამარჯვებაზეა დამოკიდებული - არ უნდა გვეშინოდეს რუსეთის მარცხის
სალომე ზურაბიშვილი: ევროპელმა პარტნიორებმა არ უნდა დააკნინონ ის, რასაც რუსეთი საქართველოში სცდის - ეს ჰიბრიდული ომია
თამთა მიქელაძე: ვენეციის კომისიამ ფუნდამენტურად სადავო გახადა ის, რასაც პაპუაშვილი კანონიერად და კონსტიტუციურად აცხადებდა
ადვოკატი: რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში გიორგი დავითაძეზე ზეწოლა გრძელდება
ვენეციის კომისია: საქართველოში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები დემოკრატიასა და პოლიტიკურ პლურალიზმს საფრთხეს უქმნის - კომისია მათ გადახედვას მოითხოვს
რომან გოცირიძე: საქართველოსა და ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის მხოლოდ პროცენტებით შედარება რეალურ სურათს ამახინჯებს

სალომე ზურაბიშვილი: საქართველოს პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტა ნაწილობრივ უკრაინის გამარჯვებაზეა დამოკიდებული - არ უნდა გვეშინოდეს რუსეთის მარცხის

ნახვები: 227 სალომე ზურაბიშვილი: საქართველოს პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტა ნაწილობრივ უკრაინის გამარჯვებაზეა დამოკიდებული - არ უნდა გვეშინოდეს რუსეთის მარცხის

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის დაძლევა მნიშვნელოვანწილად უკრაინაში ომის შედეგსა და რუსეთის მიმართ დასავლეთის სტრატეგიულ გადაწყვეტილებებზე იქნება დამოკიდებული.

ამის შესახებ მან ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, რა პერსპექტივა აქვს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლება პოზიციებს არ თმობს, ხოლო საპროტესტო მოძრაობა დასახულ მიზნებს ვერ აღწევს.

„ვფიქრობ, რომ პასუხი ნაწილობრივ არის უკრაინის გამარჯვება“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისი შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური მდგრადობა უშუალოდ უკავშირდება რუსეთის პოზიციებსა და რეგიონში მოსკოვის გავლენას.

ზურაბიშვილი ამტკიცებს, რომ რუსეთის დასუსტება საქართველოს ხელისუფლების ქცევაზეც აისახება.

„ჩვენ ამას ძალიან კარგად ვხედავთ საქართველოში, რომ როდესაც რეჟიმი ყოველ ჯერზე გრძნობს სისუსტეს მოსკოვისგან, ცახცახს იწყებს. არასტაბილურობა ასევე გადმოეცემა საქართველოს, რადგან ისინი საქართველოში ცალსახად არიან რუსეთის გამო და რუსეთის წყალობით“, — განაცხადა მან.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის შეფასებით, „ქართული ოცნების“ ანტიევროპული პოლიტიკური კურსის ჩამოყალიბება 2021 წლის ზაფხულიდან დაიწყო, რაც მან უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრისთვის მზადების პერიოდს დაუკავშირა.

„ფაქტობრივად, მათი კონსოლიდაცია, როგორც ანტიევროპული ძალის, რაც არის 180 გრადუსით შემობრუნება, მოდის 2021 წლის ზაფხულიდან, ანუ იმ დროიდან, როდესაც რუსეთი წყვეტს უკრაინაში შეჭრას. ძალიან საინტერესოა ამ პარალელის დანახვა“, — აღნიშნა ზურაბიშვილმა.

მისი განცხადებით, საქართველოს მომავლისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება როგორც უკრაინაში ომის შედეგს, ისე დასავლეთის დამოკიდებულებას რუსეთის პოლიტიკური სისტემისა და იმპერიული ამბიციების მიმართ.

ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ დასავლელმა პარტნიორებმა რუსეთის შესაძლო მარცხის შიშით არ უნდა შეაჩერონ უკრაინის მხარდაჭერა.

„ძალიან რთულია დემოკრატიული რუსეთის წარმოდგენა, რომელიც კვლავ დაფარავს მსოფლიო ტერიტორიის მეშვიდედს. ეს ერთმანეთთან შეუთავსებელია — შეუძლებელია იყო დემოკრატია და იმპერია ერთდროულად, ამას გვასწავლის ისტორია“, — განაცხადა მან.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის თქმით, უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის უმძიმესი ტვირთი აწევს, თუმცა საერთაშორისო მხარდაჭერა არ უნდა შესუსტდეს იმის შიშით, რომ რუსეთის დამარცხებამ შესაძლოა დამატებითი გეოპოლიტიკური საფრთხეები წარმოშვას.

„არ უნდა იყოს შიში რუსეთის მარცხის წინაშე, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რაც ისტორიისგან უნდა ვისწავლოთ. დიახ, რუსეთი დამარცხდება, ის უნდა დამარცხდეს და უკრაინას ახლა ამ პროცესის ყველაზე დიდი ტვირთი აქვს მხრებზე, მაგრამ ეს პროცესი ბოლომდე უნდა იქნას მხარდაჭერილი“, — აღნიშნა ზურაბიშვილმა.

მისი შეფასებით, რუსეთის დღევანდელი პოლიტიკური სისტემის შენარჩუნება საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენს, ვიდრე მისი შესაძლო ცვლილება.

ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ რუსეთის საფრთხე მხოლოდ მის მეზობელ სახელმწიფოებს არ ეხება. მისი თქმით, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გამოყენებით მოსკოვს სხვა ქვეყნებზეც შეუძლია გავლენის მოხდენა.

„მსოფლიო მშვიდობისთვის საფრთხეა რუსეთის იმგვარად შენარჩუნება, როგორიც ის ახლაა. ეს საფრთხის შემცველია არა მხოლოდ მათთვის, ვინც რუსეთის გარშემო ვართ, არამედ სხვა ქვეყნებისთვისაც, რომლებსაც ის შეიძლება მისწვდეს ახალი ტექნოლოგიებით, მათ შორის ჰიბრიდული ომით“, — განაცხადა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა.

ზურაბიშვილის თქმით, დასავლეთის გადაწყვეტილებები უნდა ეფუძნებოდეს მკაფიო სტრატეგიულ მიზანს, რომელიც დემოკრატიული სისტემების დაცვასა და ავტორიტარული გავლენის შემცირებას უკავშირდება.

„გადაწყვეტილება მყარი უნდა იყოს ავტორიტარიზმზე დემოკრატიის გამარჯვებისთვის“, — აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა