ეროვნულმა ბანკმა „ბიტექსჩეინჯი“ 572 მილიონ ლარზე მეტით დააჯარიმა — ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას ჩამოაშორეს
დათო გამცემლიძე: მოსკოვის მიერ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების შეზღუდვა შესაძლოა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან თავდაუსხმელობის შეთანხმების მოთხოვნას უკავშირდებოდეს
ზელენსკი: რუსეთმა დიზელზე სანქციების მოხსნისთვის მადლობა ზაპოროჟიეში 12 ადამიანის მკვლელობით გადაიხადა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოსა და ევროკავშირის მეგობრობას ანტიევროპული რიტორიკა აზიანებს
დიდი ბრიტანეთი ტრამპისა და პუტინის შეთანხმების საპასუხოდ: უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ და რუსეთზე სანქციებს შევინარჩუნებთ
Axios: ტრამპმა პუტინთან რუსულ დიზელზე შეთანხმება გადაწყვიტა, რადგან უკრაინამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები არ შეწყვიტა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოში ადამიანები ტროტუარზე დგომისა და „ფეისბუქზე“ პოსტების გამო ციხეში მიდიან - ევროკავშირის მინისტრები ვითარების გაუარესებას განიხილავენ
უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა

დათო გამცემლიძე: მოსკოვის მიერ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების შეზღუდვა შესაძლოა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან თავდაუსხმელობის შეთანხმების მოთხოვნას უკავშირდებოდეს

ნახვები: 201 დათო გამცემლიძე: მოსკოვის მიერ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების შეზღუდვა შესაძლოა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან თავდაუსხმელობის შეთანხმების მოთხოვნას უკავშირდებოდეს
პუბლიცისტი დათო გამცემლიძე ვარაუდობს, რომ რუსეთის მიერ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების ნაწილის დაბლოკვა საქართველოზე პოლიტიკური ზეწოლის მცდელობაა, რომლის მიზანიც თბილისისთვის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან ე.წ. თავდაუსხმელობის შეთანხმების ხელმოწერის მოთხოვნა შეიძლება იყოს.

გამცემლიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მოსკოვის გადაწყვეტილება ჯერ სრულ სავაჭრო ემბარგოს არ წარმოადგენს, თუმცა მას პოლიტიკურ გაფრთხილებად აფასებს.

„ეს ჯერ სრული ემბარგო არ არის, მაგრამ გაფრთხილებაა. ქართული ღვინის და მინერალური წყლების ნაწილი დაბლოკა მოსკოვმა გაურკვეველი ვადით“, – აცხადებს გამცემლიძე.

მისი მტკიცებით, რუსეთის სავარაუდო მოთხოვნა აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან თავდაუსხმელობის პაქტის გაფორმებაა, რაც შემდგომში საქართველოსა და ოკუპირებულ რეგიონებს შორის ახალი პოლიტიკური კონფიგურაციის განხილვის საფუძველი შეიძლება გახდეს.

„1000 პროცენტიანი დარწმუნებით შეიძლება ითქვას: მოითხოვს აფხაზეთთან და „სამხრეთ ოსეთთან“ ე.წ. თავდაუსხმელობის პაქტის ხელმოწერას“, – წერს გამცემლიძე.

პუბლიცისტი პარალელს ავლებს რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით წარსულში განხილულ პოლიტიკურ მოდელებთან და 1997 წელს საქართველოსა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის გამართულ მოლაპარაკებებთან.

მისი განცხადებით, რუსეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ევგენი პრიმაკოვის მიერ ედუარდ შევარდნაძისთვის შეთავაზებული მოდელი საქართველოს, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ურთიერთობების ახლებურ მოწყობას ითვალისწინებდა.

გამცემლიძის მტკიცებით, მაშინ შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი წინააღმდეგობა დევნილთა დაბრუნების საკითხი იყო.

„ისევე როგორც მაშინ, ლტოლვილთა დაბრუნების გარეშე! ამიტომაც ჩაიშალა მაშინ, თორემ შევარდნაძე ხელს აწერდა. ვიცი პირველწყაროდან“, – აღნიშნავს პუბლიცისტი.

გამცემლიძე მიიჩნევს, რომ რუსეთის შესაძლო ახალი მოთხოვნაც შეიძლება უკავშირდებოდეს ისეთი პოლიტიკური ფორმატის შექმნას, რომელიც ოკუპირებული რეგიონების სტატუსის საკითხს საქართველოსთვის არასასურველი მიმართულებით შეცვლის.

აღსანიშნავია, რომ მოსკოვის სავარაუდო პოლიტიკური მოთხოვნების შესახებ გამცემლიძის მოსაზრება მისი პირადი შეფასებაა. წარმოდგენილ განცხადებაში არ არის დასახელებული დოკუმენტი ან ოფიციალური წყარო, რომელიც დაადასტურებდა, რომ ქართული პროდუქციის შესაძლო შეზღუდვა უშუალოდ თავდაუსხმელობის შეთანხმების მოთხოვნას უკავშირდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა