ეროვნულმა ბანკმა „ბიტექსჩეინჯი“ 572 მილიონ ლარზე მეტით დააჯარიმა — ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას ჩამოაშორეს
დათო გამცემლიძე: მოსკოვის მიერ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების შეზღუდვა შესაძლოა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან თავდაუსხმელობის შეთანხმების მოთხოვნას უკავშირდებოდეს
ზელენსკი: რუსეთმა დიზელზე სანქციების მოხსნისთვის მადლობა ზაპოროჟიეში 12 ადამიანის მკვლელობით გადაიხადა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოსა და ევროკავშირის მეგობრობას ანტიევროპული რიტორიკა აზიანებს
დიდი ბრიტანეთი ტრამპისა და პუტინის შეთანხმების საპასუხოდ: უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ და რუსეთზე სანქციებს შევინარჩუნებთ
Axios: ტრამპმა პუტინთან რუსულ დიზელზე შეთანხმება გადაწყვიტა, რადგან უკრაინამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები არ შეწყვიტა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოში ადამიანები ტროტუარზე დგომისა და „ფეისბუქზე“ პოსტების გამო ციხეში მიდიან - ევროკავშირის მინისტრები ვითარების გაუარესებას განიხილავენ
უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა

დიდი ბრიტანეთი ტრამპისა და პუტინის შეთანხმების საპასუხოდ: უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ და რუსეთზე სანქციებს შევინარჩუნებთ

ნახვები: 229 დიდი ბრიტანეთი ტრამპისა და პუტინის შეთანხმების საპასუხოდ: უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ და რუსეთზე სანქციებს შევინარჩუნებთ
გაერთიანებული სამეფო უკრაინის სამხედრო და ფინანსურ მხარდაჭერას გააგრძელებს და რუსეთის წინააღმდეგ მოქმედ მკაცრ სანქციებს შეინარჩუნებს. ამის შესახებ ბრიტანეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის დიზელის საწვავთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას ეხმაურება.

ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, ლონდონის პოზიცია უცვლელია და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისა და რუსეთზე ზეწოლის შენარჩუნებისკენ იქნება მიმართული.

„გაერთიანებული სამეფოს პოზიცია არ შეიძლება უფრო ნათელი იყოს. გავაგრძელებთ საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდროდ მუშაობას, რათა უკრაინას საჭირო სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერა ჰქონდეს საკუთარი თავის დასაცავად“, – განაცხადა მთავრობის პრესსპიკერმა.

მისივე თქმით, დიდი ბრიტანეთი არ აპირებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილებას და გააგრძელებს იმ შეზღუდვების გამოყენებას, რომლებიც მოსკოვისთვის უკრაინაში ომის გაგრძელების ფასის გაზრდას ემსახურება.

„შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით, რომელიც გაერთიანებულ სამეფოს ოდესმე აუმოქმედებია, რითაც პუტინის აგრესიის ფასს გავზრდით და დავეხმარებით სამართლიანი და მყარი მშვიდობის მიღწევის ძალისხმევებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ბრიტანეთის მთავრობა ყურადღებას ამახვილებს სამშვიდობო პროცესის მიმართ უკრაინისა და რუსეთის განსხვავებულ დამოკიდებულებაზეც. ლონდონის შეფასებით, კიევმა არაერთხელ გამოხატა მზადყოფნა ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობის მისაღწევად, მაშინ როდესაც მოსკოვმა უარყო როგორც სრული, ისე ნაწილობრივი ცეცხლის შეწყვეტის წინადადებები.

ამასთან, მთავრობის განცხადებით, რუსეთი კვლავ აგრძელებს უკრაინის სამოქალაქო მოსახლეობასა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს.

„რუსეთს დღესვე შეუძლია ამ ომის დასრულება. მზად ვართ მხარი დავუჭიროთ უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება და პარტნიორებთან ვიმუშაოთ მყარი მშვიდობის მისაღწევად“, – განაცხადა გაერთიანებული სამეფოს მთავრობის პრესსპიკერმა.

ბრიტანეთის მთავრობის განცხადება მოჰყვა გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ტრამპმა პუტინთან რუსული დიზელის საწვავის იმპორტთან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნაზე შეთანხმებას მიაღწია. გამოცემა Axios-ის ცნობით, ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ვაშინგტონის მოთხოვნა, რომ უკრაინას რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები შეეწყვიტა.

გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ოფიციალური განცხადება გამოქვეყნებულია gov.uk-ზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა