ტრამპი პუტინს: „ვლადიმერ, დროა შეჩერდე – დროა, ეს ომი დასრულდეს“
ზელენსკი: უკრაინა უკვე წელიწადში 10 მილიონ დრონს აწარმოებს და წარმოების გაორმაგებას გეგმავს
ზურა ჯაფარიძეს მანქანა დაეჯახა
უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეს კიევში ევროკომისიის პრეზიდენტი და ევროპის ლიდერები ჩავიდნენ
ქუთაისში მშენებარე კორპუსის ჩამონგრევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა
ევროკავშირმა უკრაინელი ლტოლვილებისთვის დროებითი დაცვის მექანიზმი 2028 წლის მარტამდე გაახანგრძლივა
პოლონეთი და ლიეტუვა აფრთხილებენ: რუსეთი შესაძლოა „ცრუ დროშის“ პროვოკაციას ამზადებდეს ნატო-ს წინააღმდეგ
კახა კალაძე: დიდი დიღმიდან „დიდუბემდე“ ტრამვაის ხაზს თურქული კომპანია EYE მოაწყობს

ტრამპი პუტინს: „ვლადიმერ, დროა შეჩერდე – დროა, ეს ომი დასრულდეს“

15.07.2026 ნახვები: 171

 

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთსა და უკრაინას შორის ომი მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე დასრულდება. ამის შესახებ მან Fox News-ის ჟურნალისტ ტრეი ინგსტთან ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ ომი მისი პრეზიდენტობის პერიოდში დასრულდება, ტრამპმა უპასუხა:

„ვფიქრობ, დიახ. ვფიქრობდი, რომ ეს ყველაზე მარტივი იქნებოდა, რადგან ორივე ლიდერთან კარგი ურთიერთობა მაქვს“, – განაცხადა ტრამპმა.

მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მუდმივად ერთსა და იმავე გზავნილს გადასცემს.

„არ მინდა დეტალებში შევიდე, მაგრამ მე ვეუბნები: „ვლადიმერ, დროა შეჩერდე. დროა, ეს ომი დასრულდეს“. ვფიქრობ, ის შეთანხმებისთვის მზად არის“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

კითხვაზე, როდის შეიძლება შეთანხმების მიღწევა, ტრამპმა უპასუხა:

„მალე. ტანგოს ორი ადამიანი სჭირდება, მაგრამ ის შეთანხმებისთვის მზად არის“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა