გოჩა მირცხულავა: მოკალი ქრისტე - როდესაც ვიცით, რას ვიქმთ ანუ ქართული პოლიტიკისა და საზოგადოების სულიერი კრიზისი
კირ სტარმერი მეფე ჩარლზ III-ეს ესაუბრა და გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება აცნობა.
მოსახლეობის 96.1% საქართველოს მოქალაქეა - თბილისში 1 331 მლნ ადამიანი ცხოვრობს, რაც მოსახლეობის 34%-ს შეადგენს და 2014 წლის მონაცემებთან შედარებით 20%-ით მეტია - 54%-ით გაიზარდა მოსახლეობის რიცხოვნობა ბათუმში
4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულებს: ზურაბ ჭავჭანიძეს, ვლადიმერ გველესიანს, ამირან დოლიშვილს, ანტონ ვარდანიძეს, ალექსანდრე ჩილაჩავას, გენადი კუპრეიშვილს, სულხან ტუღუშსა და რამაზ მამულაძეს 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
გოჩა მირცხულავა - ლევან ხაბეიშვილის „ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტი“ - რატომ და ვისთვის?
საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის ხარისხის და მასშტაბის მიხედვით ჯარიმების დიფერენცირება მოხდება - შს მინისტრის მოადგილე
თინა ბოკუჩავა - მე წინააღმდეგი ვიყავი ალიანსში შესვლის, პრეზიდენტი სააკაშვილი კი თვლიდა, რომ ენმ გახდებოდა თავდასხმის ობიექტი, მას პირადად დაბრალდებოდა ერთობის ჩაშლა
მოსკოვზე დრონებით შეტევა განხორციელდა - მოსკოვის აეროპორტებში შეზღუდვები დაწესდა

მოსახლეობის 96.1% საქართველოს მოქალაქეა - თბილისში 1 331 მლნ ადამიანი ცხოვრობს, რაც მოსახლეობის 34%-ს შეადგენს და 2014 წლის მონაცემებთან შედარებით 20%-ით მეტია - 54%-ით გაიზარდა მოსახლეობის რიცხოვნობა ბათუმში

22.06.2026 ნახვები: 204

მოსახლეობის 96.1% ანუ 3 775 მლნ კაცი საქართველოს მოქალაქეა, მათ შორის, 8865 კაცი ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირია. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა წილი 3.4 %-ია, რაც 134 ათას კაცს შეადგენს, მათ შორის, 1063 მოქალაქეობის არმქონე პირია, - ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ 2024 წლის მოსახლეობის აღწერის შედეგებზე საუბრისას აღნიშნა.

მისივე თქმით, შედეგების გათვალისწინებით, თბილისში 2014 წლის მონაცემებთან შედარებით, მოსახლეობის ოდენობა 20%-ითაა გაზრდილი.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეებიდან 37 700 რუსეთის მოქალაქეა.

“აღწერის შედეგების გათვალისწინებით გამოვლინდა ურბანიზაციის მაღალი მაჩვენებელი. მოსახლეობის 62% ცხოვრობს საქალაქო დასახლებაში, ხოლო 38% სოფლად. ქალაქის მოსახლეობის წილი გასული ათი წლის განმავლობაში გაზრდილია 5 პროცენტული პუნქტით.

თბილისში ცხოვრობს მოსახლეობის 34%, დედაქალაქის მოსახლეობის რიცხოვნობა შეადგენს 1 331 მლნ კაცს, რაც 20%-ით ანუ 223 ათასი კაცით აღემატება 2014 წლის აღწერის მონაცემებს.

54%-ით გაიზარდა, ასევე მოსახლეობის რიცხოვნობა ბათუმში. 153 ათასიდან, 236 ათასამდე. თბილისის გარდა, მოსახლეობის რიცხოვნობა გაიზარდა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ქვემო ქართლში, დანარჩენ რეგიონებში კლების ტენდენცია გამოვლინდა. მოსახლეობის რიცხოვნობის მიხედვით, ყველაზე კლებად მუნიციპალიტეტებს წარმოადგენენ, მაღალმთიანი აჭარის, ასევე, ცაგერის, წყალტუბოს, ტყიბულისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტები.

აღწერის შედეგების მიხედვით, მოსახლეობის 96.1% ანუ 3 775 მლნ კაცი საქართველოს მოქალაქეა. მათ შორის, 8865 კაცი ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირია. საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა გასული 10 წლის განმავლობაში გაიზარდა 2.5%-ით ანუ 91 ათასი კაცით. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა წილი 3.4 %-ია, რაც 134 ათას კაცს შეადგენს. მათ შორის, 1063 მოქალაქეობის არმქონე პირია.

ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეებიდან 37 700 რუსეთის მოქალაქეა, რაც მთელი მოსახლეობის დაახლოებით 1%-ს შეადგენს. 23 900 ინდოეთის მოქალაქეა, ანუ მთელი მოსახლეობის 0.6%. 11 500 უკრაინის, 8300 აზერბაიჯანის და 5400 სომხეთის მოქალაქეა.

მოსახლეობის 84.1% ანუ 3 304 მლნ კაცი ეროვნებით ქართველია. ქვეყანაში მცხოვრები ქართველების რაოდენობა გაზრდილია 2.5%-ით ანუ 80 ათასი კაცით. შემდეგ მოდიან აზერბაიჯანელი ეროვნების მქონე მოქალაქეები 269 ათასი კაცით, რომელიც მთლიანი მოსახლეობის 6.8%-ს შეადგენს. მესამე ადგილზეა სომეხი ეროვნების მქონე მოქალაქეები, 4.3%-იანი წილით. შემდეგ მოდიან რუსი ეროვნების მოქალაქეები, 1.1%-ით და ინდოელები 0.6%-ით“, - განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა