ევროკავშირმა უკრაინელი ლტოლვილებისთვის დროებითი დაცვის მექანიზმი 2028 წლის მარტამდე გაახანგრძლივა
15.07.2026
ნახვები: 199
ევროკავშირმა უკრაინის მოქალაქეებისთვის დროებითი დაცვის მექანიზმის მოქმედების ვადა 2028 წლის 4 მარტამდე გაახანგრძლივა, თუმცა ახალი წესების მიხედვით, სტატუსი არ გავრცელდება იმ პირებზე, რომლებიც უკრაინაში სამხედრო სამსახურს თავს არიდებენ, - ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებით, უკრაინელი ლტოლვილებისთვის დროებითი დაცვის მექანიზმი 2028 წლის 4 მარტამდე იმოქმედებს.
ამასთან, ახალი წესების თანახმად, ევროკავშირში ახლად ჩასული სამხედრო ვალდებულების მქონე უკრაინის მოქალაქეები დროებითი დაცვის სტატუსის მიღებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებენ, თუ წარადგენენ დოკუმენტაციას, რომელიც ადასტურებს, რომ უკრაინაში სამხედრო ვალდებულებისგან კანონიერად არიან გათავისუფლებულნი.
„უკრაინის თავდაცვითი საჭიროებების გათვალისწინებით, მომავალში დროებითი დაცვის სტატუსი მხოლოდ იმ პირებს მიენიჭებათ, რომლებიც უკრაინაში თავიანთ სამხედრო ვალდებულებებს ასრულებენ. ეს შეზღუდვა მხოლოდ დროებითი დაცვის სტატუსის მაძიებელ ახალ განმცხადებლებზე გავრცელდება. შეზღუდვა არ ეხება მათ, ვინც ევროკავშირში დროებითი დაცვის სტატუსით უკვე სარგებლობს“, – ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს