ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

მარკო რუბიო - ჩვენი იმედია, რომ საქართველოს შემთხვევაში დავინახავთ ტრაექტორიის ცვლილებას იმ მდგომარეობიდან, რომელშიც ის დღეს იმყოფება

03.06.2026 ნახვები: 418

ყველაფერი [ირანსა და ჩინეთთან კავშირი, ჩატარებული არჩევნები და სანქციებისთვის შესაძლო გვერდის ავლაში დახმარება] ჩვენს არსებულ შეშფოთებას წარმოადგენს", -  უპასუხა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ რესპუბლიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის შეკითხვას საქართველოს შესახებ.
 
უიოსონმა სახელმწიფო მდივან ჰკითხა: „პროირანული რეჟიმი და ჩინეთის კომუნისტური პარტია მხარს უჭერენ „ქართული ოცნების“ მთავრობას, რომელიც არალეგიტიმურია და საფრთხეს უქმნის ამერიკის წვდომას. საქართველოში გაყალბებული არჩევნები ჩატარდა. ამის გათვალისწინებით, ისინი ხელს უწყობენ „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს“ და თეირანისთვის სანქციების გვერდის ავლას. თქვენი აზრით, რა უნდა გაკეთდეს იმ სწრაფად მზარდი რადიკალიზაციის აღსაკვეთად, რომელსაც „ქართული ოცნების“ მთავრობა უწყობს ხელს საქართველოს რესპუბლიკაში?“
 
ჯო უილსონის საპასუხოთ მარკო რუბიომ განაცხადა: "თუ ნებას მომცემთ, მინდა ვუპასუხო საქართველოს შესახებ დასმულ კითხვას... ასე რომ, რაც შეეხება საქართველოს, თქვენ მართალი ხართ – ყველაფერი, რაც ახლა ჩამოთვალეთ, ჩვენს არსებულ შეშფოთებას წარმოადგენს. მას შემდეგ მათ გადადგეს გარკვეული ნაბიჯები, რაც მიგვანიშნებს იმაზე, რომ მათ სურთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუმჯობესება. ჩვენ მათ განვუმარტეთ, თუ რა იქნება ამისთვის საჭირო და რა მოეთხოვებათ. ჩვენ მივიღეთ გარკვეული პოზიტიური პასუხები. ამიტომ, ჩვენი იმედია, რომ საქართველოს შემთხვევაში დავინახავთ ტრაექტორიის ცვლილებას იმ მდგომარეობიდან, რომელშიც ის დღეს იმყოფება. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ყველა ის საკითხი, რაც თქვენ ახლახან აღნიშნეთ, ჩვენთვის არსებულ პრობლემებს წარმოადგენს. მათ გვკითხეს, რა არის საჭირო ამერიკის შეერთებულ შტატებთან უკეთესი ურთიერთობისთვის. ჩვენ ვუპასუხეთ და, იმედია, შევძლებთ ამ საფუძველზე დაყრდნობით წინსვლას და, შესაძლოა, ტრაექტორიის შეცვლას – არა მხოლოდ ჩვენი საქართველოზე ურთიერთობის, არამედ მათი ქცევისაც

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა