ზურა ჯაფარიძეს მანქანა დაეჯახა
უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეს კიევში ევროკომისიის პრეზიდენტი და ევროპის ლიდერები ჩავიდნენ
ქუთაისში მშენებარე კორპუსის ჩამონგრევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა
ევროკავშირმა უკრაინელი ლტოლვილებისთვის დროებითი დაცვის მექანიზმი 2028 წლის მარტამდე გაახანგრძლივა
პოლონეთი და ლიეტუვა აფრთხილებენ: რუსეთი შესაძლოა „ცრუ დროშის“ პროვოკაციას ამზადებდეს ნატო-ს წინააღმდეგ
კახა კალაძე: დიდი დიღმიდან „დიდუბემდე“ ტრამვაის ხაზს თურქული კომპანია EYE მოაწყობს
ვოლოდიმირ ზელენსკი - მადლობას ვუხდი ჩვენს მეომრებს, რომელთა წარმატებული ოპერაციებით ომი იქ ბრუნდება, საიდანაც მოვიდა!
ევროკომისარი: დღეს ევროკავშირის გაფართოებისთვის „სუპერ სამშაბათია“ – უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებების მე-6 კლასტერს ვხსნით

უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეს კიევში ევროკომისიის პრეზიდენტი და ევროპის ლიდერები ჩავიდნენ

15.07.2026 ნახვები: 180

 

უკრაინის დედაქალაქ კიევში, სახელმწიფოებრიობის დღის აღსანიშნავად, ევროპის რამდენიმე ქვეყნის ლიდერი ჩავიდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას განცხადებით, კიევი მაღალი რანგის სტუმრებს მასპინძლობს, რომლებიც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდებიან.

„კიევი უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეს პატივსაცემად მაღალი რანგის სტუმრებს მასპინძლობს. ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ლიდერები პროდუქტიული მოლაპარაკებებისთვის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდებიან“, – განაცხადა სიბიგამ.

მისივე ინფორმაციით, უკრაინა ასევე უკრაინა–სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის მეხუთე სამიტს უმასპინძლებს, რაც ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე პარტნიორობისა და თანამშრომლობის კიდევ ერთხელ დადასტურებას ემსახურება.

„სხვა თემებთან ერთად ყურადღების ცენტრშია: ევროპის გაძლიერების მიზნით ერთობლივი მუშაობა, მრავალმხრივი პოლიტიკური ურთიერთობა და უსაფრთხოებისა და თავდაცვის თანამშრომლობის გაძლიერება“, – აღნიშნა სიბიგამ.

უკრაინული მედიის მიერ გავრცელებულ ფოტოებში ჩანან:

  • რუმინეთის პრეზიდენტი ნიკუშორ დანი;
  • მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ;
  • სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი;
  • ხორვატიის პრემიერ-მინისტრი ანდრეი პლენკოვიჩი;
  • ალბანეთის პრეზიდენტი ბაირამ ბეგაი;
  • სლოვენიის პრემიერ-მინისტრი იანეზ იანშა.

კიევში ასევე ჩავიდნენ ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკოლა დიმიტროვი და მონტენეგროს ვიცე-პრემიერი საგარეო და ევროპულ საკითხებში ფილიპ ივანოვიჩი.

უკრაინის დედაქალაქში იმყოფება ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენიც.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა