ზურა ჯაფარიძეს მანქანა დაეჯახა
უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეს კიევში ევროკომისიის პრეზიდენტი და ევროპის ლიდერები ჩავიდნენ
ქუთაისში მშენებარე კორპუსის ჩამონგრევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა
ევროკავშირმა უკრაინელი ლტოლვილებისთვის დროებითი დაცვის მექანიზმი 2028 წლის მარტამდე გაახანგრძლივა
პოლონეთი და ლიეტუვა აფრთხილებენ: რუსეთი შესაძლოა „ცრუ დროშის“ პროვოკაციას ამზადებდეს ნატო-ს წინააღმდეგ
კახა კალაძე: დიდი დიღმიდან „დიდუბემდე“ ტრამვაის ხაზს თურქული კომპანია EYE მოაწყობს
ვოლოდიმირ ზელენსკი - მადლობას ვუხდი ჩვენს მეომრებს, რომელთა წარმატებული ოპერაციებით ომი იქ ბრუნდება, საიდანაც მოვიდა!
ევროკომისარი: დღეს ევროკავშირის გაფართოებისთვის „სუპერ სამშაბათია“ – უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებების მე-6 კლასტერს ვხსნით

ზურა ჯაფარიძეს მანქანა დაეჯახა

15.07.2026 ნახვები: 171

 

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ზურა (გირჩი) ჯაფარიძეს სკუტერით გადაადგილებისას მანქანა დაეჯახა. ამის შესახებ პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში წერს.

ჯაფარიძის განცხადებით, მას მოტეხილობა არ აქვს, თუმცა მიიღო ტვინის შერყევა და მომხდარის დეტალები არ ახსოვს.

„სკუტერზე მანქანა დამეჯახა. კარგად ვარ, მოტეხილობა არ მაქვს, დაჟეჟილობები მხოლოდ, ტვინის შერყევა მაქვს და რაღაცები არ მახსოვს, კლინიკაში ვარ კვლევებზე. პოლიცია მოვიდა, ამოვიღებთ კამერებსო. სად მოხდა, ვინ იყო, იქ რა მოხდა, არაფერი მახსოვს ჯერ.
პ.ს. კეთილს და ბოროტს ისევ ვარჩევ“, – წერს ზურა ჯაფარიძე.

პოლიტიკოსს გამოკვლევები კლინიკა „მედიქლაბში“ უტარდება. შემთხვევის გარემოებების დასადგენად პოლიცია ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერებს შეისწავლის.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა