ზურა ჯაფარიძეს მანქანა დაეჯახა
უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეს კიევში ევროკომისიის პრეზიდენტი და ევროპის ლიდერები ჩავიდნენ
ქუთაისში მშენებარე კორპუსის ჩამონგრევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა
ევროკავშირმა უკრაინელი ლტოლვილებისთვის დროებითი დაცვის მექანიზმი 2028 წლის მარტამდე გაახანგრძლივა
პოლონეთი და ლიეტუვა აფრთხილებენ: რუსეთი შესაძლოა „ცრუ დროშის“ პროვოკაციას ამზადებდეს ნატო-ს წინააღმდეგ
კახა კალაძე: დიდი დიღმიდან „დიდუბემდე“ ტრამვაის ხაზს თურქული კომპანია EYE მოაწყობს
ვოლოდიმირ ზელენსკი - მადლობას ვუხდი ჩვენს მეომრებს, რომელთა წარმატებული ოპერაციებით ომი იქ ბრუნდება, საიდანაც მოვიდა!
ევროკომისარი: დღეს ევროკავშირის გაფართოებისთვის „სუპერ სამშაბათია“ – უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებების მე-6 კლასტერს ვხსნით

ქუთაისში მშენებარე კორპუსის ჩამონგრევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

15.07.2026 ნახვები: 219

 

ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე, მშენებარე კორპუსში მომხდარ ნგრევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, 30 წლამდე მამაკაცი სამშენებლო სამუშაოების დროს დაიღუპა. მისი ცხედარი მაშველებმა ჩამონგრეული რკინის კონსტრუქციიდან უკვე ამოიყვანეს.

წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევის დროს ბეტონის საფარის დასხმა მიმდინარეობდა, რა დროსაც კონსტრუქციამ დატვირთვას ვერ გაუძლო და ჩამოიშალა.

მშენებლობას კომპანია შპს „გრადუს გრუპ მაუდი“ ახორციელებს.

შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ მაშველები და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. მომხდარის მიზეზების დასადგენად შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა