ევროკომისარი: დღეს ევროკავშირის გაფართოებისთვის „სუპერ სამშაბათია“ – უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებების მე-6 კლასტერს ვხსნით
War update: 244 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,120 over past day
Trump ready to back Russia sanctions championed by Senator Graham – CNN
Russian oil refining falls to 21-year low after Ukrainian drone strikes – Bloomberg
Russian air defense units in Crimea facing severe fuel shortages – Atesh
Ukraine receives new F-16 mobile simulators
Zelensky: Ukraine needs 300 Patriot missiles to defend this winter

ევროკომისარი: დღეს ევროკავშირის გაფართოებისთვის „სუპერ სამშაბათია“ – უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებების მე-6 კლასტერს ვხსნით

14.07.2026 ნახვები: 171

 

ევროკავშირის გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადებით, დღევანდელი დღე ევროკავშირის გაფართოებისთვის „სუპერ სამშაბათია“, რადგან ევროკავშირი უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების მე-6 კლასტერს ხსნის.

„ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში პირველად, ჩვენ გაწევრიანების ოთხ კონფერენციას ერთ დღეს ვმართავთ. ოთხი მოწინავე კანდიდატი – უკრაინა, მოლდოვა, ალბანეთი და მონტენეგრო – წინ მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამენ. უკრაინასთან და მოლდოვასთან მე-6 კლასტერს ვხსნით, რაც მოიცავს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებს. ასევე, ეს ეხება თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას და ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლას. ორივე ქვეყანა ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურაში თავის წვლილს შეიტანს“, – განაცხადა მარტა კოსმა ბრიუსელში, ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატ ქვეყნებთან სამთავრობათშორისო კონფერენციების დაწყებამდე.

მისივე თქმით, უკრაინისა და მოლდოვისთვის მოლაპარაკებების დარჩენილი ოთხი კლასტერის გახსნის ტემპი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პოზიციებზეა დამოკიდებული.

„ის, თუ რამდენად სწრაფად შეგვიძლია დარჩენილი ოთხი კლასტერის გახსნა, დამოკიდებულია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობასა და წევრ სახელმწიფოებზე. მაგრამ, მაშინაც კი, თუ ცოტა ხნით ლოდინი მოგვიწევს, ტექნიკური სამუშაოები კვლავ გრძელდება“, – აღნიშნა კოსმა.

ამასთან, ევროკომისრის ინფორმაციით, მონტენეგრო ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების ფარგლებში რამდენიმე მოლაპარაკების თავსაც ხურავს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა