კოტე კემულარია: რუსეთი ქართული ღვინისა და სასმელების იმპორტის შეზღუდვით „ქართული ოცნებისგან“ მეტ დათმობას მოითხოვს
ეროვნულმა ბანკმა „ბიტექსჩეინჯი“ 572 მილიონ ლარზე მეტით დააჯარიმა — ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას ჩამოაშორეს
დათო გამცემლიძე: მოსკოვის მიერ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების შეზღუდვა შესაძლოა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან თავდაუსხმელობის შეთანხმების მოთხოვნას უკავშირდებოდეს
ზელენსკი: რუსეთმა დიზელზე სანქციების მოხსნისთვის მადლობა ზაპოროჟიეში 12 ადამიანის მკვლელობით გადაიხადა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოსა და ევროკავშირის მეგობრობას ანტიევროპული რიტორიკა აზიანებს
დიდი ბრიტანეთი ტრამპისა და პუტინის შეთანხმების საპასუხოდ: უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ და რუსეთზე სანქციებს შევინარჩუნებთ
Axios: ტრამპმა პუტინთან რუსულ დიზელზე შეთანხმება გადაწყვიტა, რადგან უკრაინამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები არ შეწყვიტა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოში ადამიანები ტროტუარზე დგომისა და „ფეისბუქზე“ პოსტების გამო ციხეში მიდიან - ევროკავშირის მინისტრები ვითარების გაუარესებას განიხილავენ

სახდეპის ანგარიში - საქართველოში ადამიანის უფლებათა სფეროში მნიშვნელოვან პრობლემებზე მიუთითებს სანდო ცნობები წამების ან სასტიკი, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის შესახებ

ნახვები: 532 სახდეპის ანგარიში - საქართველოში ადამიანის უფლებათა სფეროში მნიშვნელოვან პრობლემებზე მიუთითებს სანდო ცნობები წამების ან სასტიკი, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის შესახებ

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ 2024 წლის ანგარიშში გამოაქვეყნა. 

დოკუმენტის მიხედვით, 2024 წელს, ჟურნალისტების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო საზოგადოების მიერ სერიოზული შეშფოთება გამოითქვა საქართველოში გამოხატვის თავისუფლების კუთხით არსებულ სიტუაციაზე. 

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, საქართველოში ადამიანის უფლებათა სფეროში მნიშვნელოვან პრობლემებზე მიუთითებს სანდო ცნობები წამების ან სასტიკი, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის, თვითნებური დაპატიმრებების ან დაკავებების და გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის თავისუფლების სერიოზული შეზღუდვების შესახებ. მათ შორისაა მოქალაქეებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობა და ძალადობით დამუქრება, ჟურნალისტების დაუსაბუთებელი დაპატიმრება და სისხლისსამართლებრივი დევნა და ე.წ. გამჭვირვალობისა და ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონების შემაძრწუნებელი გავლენა.

სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ მთავრობამ ნაბიჯები გადადგა ადამიანის უფლებების დამრღვევი ზოგიერთი თანამდებობის პირის მიმართ გამოძიებისა და დასჯისთვის, თუმცა დაუსჯელობა პრობლემად რჩებოდა.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საუბარია „უცხოური გამჭვირვალობის კანონის“ მოწინააღმდეგეებისა და ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდამჭერების აქციების გაშუქებისას ჟურნალისტებზე მომხდარ თავდასხმებზე, მათ შორის ე.წ. ტიტუშკების მხრიდან.

სახელმწიფო დეპარტამენტმა თავის ანგარიშში შეიტანა ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორ გიორგი შეწირულზე თავდასხმა.

„7 დეკემბერს, 30-ზე მეტი „ტიტუშკა“ (უცნობი თავდამსხმელები, რომლებიც, როგორც წესი, მთლიანად შავებში იყვნენ გამოწყობილები და სახეები დაფარული ჰქონდათ) ფიზიკურად გაუსწორდნენ მომიტინგეებს, შემდეგ კი თავს დაესხნენ „ტვ პირველის“ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორ გიორგი შეწირულს, რომლებიც მათ ვიდეოებს იღებდნენ. ჩიხლაძისა და შეწირულის ცემის შემდეგ, მათ შეწირულის ყველა ნივთი წაართვეს. ჩიხლაძისა და თვითმხილველების თქმით, ახლოს მდგომმა საპატრულო პოლიციამ არანაირი რეაგირება არ მოახდინა და არ ჩაერია თავდასხმის შესაჩერებლად.

ჟურნალისტებმა და აქტივისტებმა განაცხადეს, რომ მიიღეს შევიწროების და მუქარის შემცველი სატელეფონო ზარები და იყო ვანდალიზმის შემთხვევები მათი სახლებისა და ოფისების მიმართ, მათ შორის შეურაცხმყოფელი პლაკატების გამოფენისა და სატრანსპორტო საშუალებების დაზიანების შემთხვევები. მთავრობამ გამოიძია ამ მოვლენებთან დაკავშირებული მოქალაქეების ტელეფონის ნომრებზე არაავტორიზებული წვდომა. მედია ომბუდსმენმა გამოავლინა უფლებების დარღვევისა და შეზღუდვების 15 შემთხვევა 15 ჟურნალისტთან დაკავშირებით, რომლებიც აშუქებდნენ პარლამენტის წინ და მის გარშემო მიმდინარე საპროტესტო აქციებს. რამდენიმე საერთაშორისო მედიამონიტორმა, მედია ომბუდსმენთან და ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმასთან ერთად, 26 ოქტომბრის არჩევნების დროს მედიის თავისუფლების მინიმუმ 30 დარღვევის შესახებ განაცხადა, მათ შორის აღჭურვილობის დაზიანება, სიტყვიერი ან ფიზიკური თავდასხმები და დაშინება. მთავრობას წლის ბოლოსთვის ეს ცნობები არ გამოუძიებია“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

მოკლედ ძირითადი საკითხები:

1. პოლიციის მხრიდან სისტემური ძალადობა და წამება

- ფართომასშტაბიანი ფიზიკური ძალადობა, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა, წამება, განსაკუთრებით - პროევროპულ დემონსტრაციებზე.

- მიზანმიმართულად მიყენებული დაზიანებები თავის, სახისა და თვალის არეში, რაც მიუთითებს ძალადობის გამოყენებაზე და არა იძულების კანონიერ ზომებზე.

- სრული დაუსჯელობა – არ დაწყებულა პოლიციის თანამშრომლების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა, მიუხედავად მრავალი მტკიცებულებისა.

2. ჟურნალისტებისა და დემონსტრანტების მიმართ კოორდინირებული თავდასხმები

- პოლიციის უმოქმედობა და სავარაუდო კოორდინაცია “ტიტუშკებთან“ – ორგანიზებულ პირებთან, რომლებმაც ფიზიკურად შეუტიეს ჟურნალისტებსა და დემონსტრანტებს.
 
- სხეულის მძიმე დაზიანებები, ტექნიკის განზრახ დაზიანება და რეპორტაჟების დაბლოკვა, განსაკუთრებით – საპროტესტო აქციებისა და 26 ოქტომბრის არჩევნების პერიოდში.
 
- სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ამ თავდასხმების გამოუძიებლობა.

3. გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების შემზღუდველი რეპრესიული კანონმდებლობა
 
- “უცხოური გავლენის შესახებ კანონი” აიძულებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიასაშუალებებსა და პროფკავშირებს, რომლებიც უცხოეთიდან იღებენ დაფინანსების 20%-ზე მეტს, დარეგისტრირდნენ “უცხოური გავლენის მატარებელ“ სუბიექტებად.
 
- “ოჯახის ღირებულებების შესახებ კანონი” კრძალავს გარკვეული სახის გამოხატვას.
 
- ორივე კანონი ნერგავს შიშს და ზღუდავს სამოქალაქო სექტორს, მედიის თავისუფლებას და პოლიტიკური ოპონენტების საქმიანობას.

4. თვითნებური დაკავებები და საპროტესტო გამოსვლების ჩახშობა
 
- მასობრივი დაკავებები მშვიდობიან დემონსტრაციებზე – 450-ზე მეტი პირის დაკავება, ხშირად – ბრალის წარდგენის გარეშე და სასამართლოს არასაკმარისი ზედამხედველობით.
 
- ადმინისტრაციული პატიმრობა გამოყენებულია დისიდენტების ჩასახშობად და გასაჩუმებლად.
 
- პოლიტიკური აქტივისტების წინასწარი პატიმრობა ხანგრძლივდება უსაფუძვლოდ.

5. ადამიანის უფლებების დარღვევებზე პასუხისმგებლობის არარსებობა
 
- 2021 წლის ძალადობაში მსჯავრდადებულთა სასჯელების შემცირება ან ამნისტია.
 
- ჟურნალისტებზე, დემონსტრანტებსა და ოპოზიციურ პირებზე თავდასხმების ორგანიზატორთა მიმართ საქმის აღძვრაზე უარის თქმა.
 
- სახელმწიფო მოსამსახურეების ან მათთან აფილირებული პირების მიმართ დაუსჯელობის კულტურა.

6. შრომითი უფლებებისა დარღვევა და პროფკავშირების ჩახშობა

- გაფიცულთა მიმართ მუქარა, სამსახურიდან დათხოვნა და ფიზიკური თავდასხმები, მათ შორის – ნიღბიანი პირების (“ტიტუშკების“) მიერ.

- დამსაქმებლების მხრიდან მედიაციაზე უარის თქმა; მინიმალური სანქციები და შრომის ინსპექციის სუსტი აღსრულება.

- “უცხოური გავლენის შესახებ კანონი” საფრთხეს უქმნის პროფკავშირის წევრთა ანონიმურობასა და შიდა კომუნიკაციას.

7. მედიის წვდომისა და აკრედიტაციის შეზღუდვა

- ოპოზიციური და კრიტიკული მედიასაშუალებების ჟურნალისტების პარლამენტის სხდომებზე არ დაშვება; აკრედიტაციის შეჩერება რამდენიმე თვით.

- ონლაინ-ჟურნალისტების მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა, რაც ზღუდავს საზოგადოებრივ წვდომას საკანონმდებლო პროცესზე.

8. ადამიანის უფლებათა დარღვევები რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე

- თვითნებური დაკავებები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთისა და დე ფაქტო ხელისუფლების მიერ.

- საქართველოს მოქალაქე თემურ კარბაიას სიკვდილი – გალის რაიონში დე ფაქტო პოლიციის მიერ სასტიკად ცემის შედეგად; დამნაშავეების გათავისუფლება და სიმბოლური ჯარიმა.

9. პენიტენციურ დაწესებულებებში არაადამიანური მოპყრობა

სხეულის სრულად გაშიშვლების, დამამცირებელი ინსპექტირების (“ჩაჯდომის“) სისტემური გამოყენება, ალტერნატიული სკანერების არქონის გამო.

- პატიმართა მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევები.

10. თავშესაფრისა და ექსტრადიციის პროცესების პოლიტიზაცია

- თავშესაფრის მიღებაზე უარი დევნილი პირებისთვის; დაჩქარებული ექსტრადიცია დისიდენტების, მათ შორის – აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის.

- გადაწყვეტილებები აღქმულია, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული და არა – სამართლებრივ პრინციპებზე დაფუძნებული.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა