ლევან ხაბეიშვილი - სახელმწიფოს ყველაზე დიდი შეურაცხყოფა, დამცირება და დაცინვა
მამუკა ხაზარაძე - მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოვუწოდებთ
ALDE და Liberal International - ახალი პრეზიდენტის „არჩევა“ ქართველი ხალხის სურვილებს არ ასახავს
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - ყაველაშვილი ერთპარტიულად დანიშნული არალეგიტიმური პრეზიდენტია
რასა იუკნევიჩიანე - დღეს საქართველოში რეალური არჩევნები არ ყოფილა, რაც მოხდა ფარსი იყო
სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლესთან შეკრებილ მოქალაქეებს - მადლობა თქვენ, მადლობა ჩვენ ახალგაზრდებს
ეგრეთ წოდებულმა საარჩევნო კოლეგიამ ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი აირჩია
მამუკა ხაზარაძე - არალეგიტიმური ხელისუფლების ნებისმიერი ქმედება, მათ შორის ე.წ. პრეზიდენტის დანიშვნა, კანონგარეშეა

The Insider: ივანიშვილის საეჭვო გამარჯვებამ, შესაძლოა, საქართველო ავტორიტარიზმში ჩააგდოს

01.11.2024 ნახვები: 357

"ივანიშვილის საეჭვო გამარჯვებამ, შესაძლოა, საქართველო ავტორიტარიზმსა და რეპრესიებში ჩააგდოს", - ამ სათაურით The Insider-ი ვრცელ სტატიას აქვეყნებს და საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე წერს.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ დასავლეთთან დაახლოების შეწყვეტა, ვლადიმერ პუტინთან ღია დაახლოებას ოლიგარქ, ბიძინა ივანიშვილისთვის სულ უფრო მაცდურ სცენარად აქცევს. ასევე, სტატიაში ორი კრიტიკული მედიის ფორმულასა და მთავარი არხის მიერ მომზადებული ეგზიტპოლებიც არის ნახსენები და ხაზგასმულია, რომ წინასწარი შედეგებით ოპოზიციამ გაიმარჯვა, თუმცა საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განსხვავებული შედეგები გამოაქვეყნა, რის შედეგადაც არჩევნებში მმართველმა, ქართულმა ოცნებამ მოიგო.

"ცესკომ გენერალურ პროკურატურას 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების, შესაძლო, გაყალბების გამოძიების თხოვნით მიმართა. ოპოზიციამ, რომელმაც არჩევნებამდე თბილისში მასშტაბური აქცია გამართა, ბიძინა ივანიშვილი და მისი პარტია მასობრივ ფალსიფიკაციაში დაადანაშაულა. ამ ბრალდებებს ეთანხმება ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელი, მათ შორის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც. ექსპერტების აზრით, თუ ივანიშვილი შეძლებს ძალაუფლების შენარჩუნებას, ოპოზიციას და სამოქალაქო საზოგადოებას, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ლგბტქ+ აქტივისტებს, გარდაუვალი რეპრესიები ელით. დასავლეთთან დაახლოების შეწყვეტა, ვლადიმერ პუტინთან ღია დაახლოებას ივანიშვილისთვის სულ უფრო მაცდურ სცენარად აქცევს...

სოციოლოგების მონაცემებთან შეუსაბამობის გარდა, არჩევნების შედეგები საეჭვოა მრავალრიცხოვანი დარღვევების გამო, რომელიც დამკვირვებლებმა და ჟურნალისტებმა ხმის მიცემის დროს დააფიქსირეს. ამაზე მათ შორის ისაუბრა ეუთოს მისიის ხელმძღვანელმა პასკალ ალიზარდმა, რომელმაც განაცხადა, რომ დაფიქსირდა იძულების მრავალრიცხოვანი ფაქტები, ასევე იყო დაშინება და ხმის ფარულობის დარღვევები. მმართველი პარტიის წარმომადგენლები დააფიქსირეს ხმის მიცემის დროს, როცა მოქალაქე ხმას აძლევდა. დამკვირვებლები გაჰყავდათ საარჩევნო უბნებიდან, მათ თავს ესხმოდნენ პროსახელისუფლებო "აქტივისტები". რამდენიმე საარჩევნო უბანზე დამკვირვებლებმა დააფიქსირეს "კარუსელი" და ასევე ერთ ამომრჩეველზე ერთზე მეტი ბიულეტენის გაცემის ფაქტი. გარდა ამისა, მედიები იტყობინებოდნენ ძალადობის ფაქტების შესახებ უშუალოდ არჩევნების დღეს: თავდასხმები ოპოზიციაზე, დამკვირვებლებზე და ჩხუბი წამქეზებელთა მონაწილეობით, სავარაუდოდ, ქართული ოცნების ინტერესებიდან გამომდინარე...

მიუხედავად იმისა, რომ ქართველებს გაცხადებული აქვთ დასავლეთისკენ სვლა, პრემიერმინისტრის ირაკლი კობახიძის დაპირება აშშ-სთან და ევროკავშირთან ურთიერთობების "გადატვირთვა", სავარაუდოდ, არ შესრულდება. ამის მაგივრად, ქართული ოცნების გამარჯვება დიდი ალბათობით უფრო მეტად გაართულებს ურთიერთობას ვაშინგტონთან და ბრიუსელთან... კრემლი მიესალმება, იმას, რომ ივანიშვილი უფრო მეტად აღრმავებს ქართული ოცნების პრორუსულ მიმართულებას, რაზეც მოსკოვიდან წამოსული პოზიტიური კომენტარები მეტყველებს, რომლებიც არჩევნებს ეხება", - წერს The Insider-ი.

formula.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა