„თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია“: საწვავის ფასი 25 თეთრამდე შეიძლება შემცირდეს – აქციზის განახევრება ბიუჯეტისთვის აუნაზღაურებელ დანაკლისს არ გამოიწვევს
„დროა“ რუსეთის მიერ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოცხადებაზე: აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა, ივანიშვილის რეჟიმი კი – რუსული
სააკაშვილი: ღარიბაშვილი ახალაიას საკანში შედიოდა და ჩემ წინააღმდეგ ჩვენების მიცემის სანაცვლოდ გათავისუფლებას ჰპირდებოდა
„კოალიცია ცვლილებისთვის“: ევროკომისიის ანგარიში ადასტურებს, რომ ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება
ენერგეტიკული უსაფრთხოება – რა საფრთხეების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო და როგორ ავიცილოთ ისინი?
სამი არასამთავრობო ორგანიზაცია: „ქართული ოცნება“ არჩევნების შედეგების სრულფასოვან გასაჩივრებას ფაქტობრივად კრძალავს
რომან გოცირიძე - რა მოხდა ამერიკაში? რატომ დამარცხდნენ რესპუბლიკელები, როგორ ახსნა მარცხი ტრამპმა და სად არის სიმართლე?
მარტა კოსი: ევროკავშირში არ არსებობს საკმარისი მხარდაჭერა ივანიშვილის, კობახიძისა და პაპუაშვილის სანქცირებისთვის

TI: სტრასბურგის სასამართლომ 5 ივლისის შესახებ საჩივარი წარმოებაზე მიიღო

ნახვები: 465 TI: სტრასბურგის სასამართლომ 5 ივლისის შესახებ საჩივარი წარმოებაზე მიიღო

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო ორგანიზაციის მიერ წარდგენილი საჩივარი, რომელიც 2021 წლის 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მიერ სირცხვილიას ოფისზე თავდასხმასა და აქტივისტების წინააღმდეგ მიმართულ ფართომასშტაბიან და ორგანიზებულ ძალადობას ეხება.

"სტრასბურგის სასამართლოში ჩვენ სირცხვილიას წევრების: სალომე ნიკოლეიშვილის (ბარკერი), ზურაბ ბერძენიშვილის, გიორგი მაქარაშვილისა და მარიამ დოლიძის ინტერესებს ვიცავთ.

საჩივარში მთავარი აქცენტი გაკეთებულია 5 ივლისს მომხდარი ძალადობის აღსაკვეთად სახელმწიფოს უმოქმედობაზე, ძალადობის ორგანიზატორების დაუსჯელობაზე, დანაშაულის არაეფექტიან გამოძიებასა და პროკურატურის მიერ მსხვერპლთა დაზარალებულად არ ცნობაზე". - აცხადებს TI.

ორგანიზაცია ითხოვს, დაადგინოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 6 მუხლის, კერძოდ მე-3 (წამების აკრძალვა), მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება), მე-11 (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება), მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლების დარღვევა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა