კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ბაქრაძე დადიოდა და ემუდარებოდა ევროპელებს, რამენაირად ჩვენი მთავრობის დროს საქართველოსთვის უვიზო რეჟიმი არ მიეცათ-ღარიბაშვილი

ნახვები: 528 ბაქრაძე დადიოდა და ემუდარებოდა ევროპელებს, რამენაირად ჩვენი მთავრობის დროს საქართველოსთვის უვიზო რეჟიმი არ მიეცათ-ღარიბაშვილი

ჩვენმა მთავრობამ, პარლამენტმა, ჩვენმა გუნდმა გააკეთა მაქსიმუმი, რათა ჩვენი ქვეყანა რეალურად დაგვეახლოვებინა ევროპასთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში მთავრობის ყოველწლიური ანგარიშის შეჯამებისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე ძირითად მიღწევაზე ისაუბრა. ამასთან, როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციის მავნებლობას უკავშირდება ყველაფერი, თუ რაიმე ხელისშემშლელი ყოფილა ქვეყნის ევროპასთან დაახლოების პროცესში.

„ძვირფასი ოპონენტებისგან ვითხოვ შეჯამების უფლებას. მინდა, ვთქვა მთავარი, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ, ჩვენმა მთავრობამ, პარლამენტმა, ჩვენმა გუნდმა გააკეთა მაქსიმუმი, რათა ჩვენი ქვეყანა რეალურად დაგვეახლოვებინა ევროპასთან. მინდა, რამდენიმე ძირითადი მიღწევა გამოვყო, რომელიც ბატონი ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ დამსახურებაა. ესენია, ასოცირების შეთანხმების გაფორმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, და ახლა უკვე ისტორიული ჩანაწერი ევროპული პერსპექტივის და კანდიდატის სტატუსის სახით. შესაბამისად, თუ ამ პროცესში რაიმე ხელის შეშლა ყოფილა, ეს უკავშირდება ამათ მავნებლობას. დაწყებული უვიზო რეჟიმის მიღების დროს ბატონი დავით ბაქრაძე, კაცი, რომელიც პარლამენტის სპიკერი იყო და ამ სავარძელში იჯდა, პირადად დადიოდა და ეხვეწებოდა, ემუდარებოდა ევროპელებს, რომ რამენაირად ჩვენი მთავრობის დროს, „ქართული ოცნების“ პირობებში, უვიზო რეჟიმი არ მიეცათ საქართველოსთვის, დაესაჯათ საქართველო და ქართველი ხალხი. კანდელაკზე აღარ ვსაუბრობ, ყოველ უმსგავსობას ჩვენი ევროპელი მეგობრები მისგან იგებდნენ, ათას ბრალდებას, ცილისწამებას. ეს ხართ თქვენ. ეს არის მავნებლობა და ქვეყნის მტრობა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა