გოგნის ქარის ელექტროსადგური – როგორ შეიძლება ერთმა ინვესტიციამ რამდენიმე სოფლის ეკონომიკა შეცვალოს
Ukraine’s air defenses down 112 Russian drones, three missiles overnight
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,990 over past day
Vučić concedes defeat in Parliamentary election
მედია: ტრამპის ადმინისტრაცია ვიქტორ ორბანს გაეროს გენერალური მდივნის პოსტზე მხარს უჭერს – ვაშინგტონი რუსეთისა და ჩინეთის მხარდაჭერის მოპოვებასაც ცდილობს
Trump Administration backs Orbán for UN Secretary-General – media
FM Sybiha: War cannot be ended by stopping Ukraine’s resistance
Zelensky: Bipartisan support for Ukraine in U.S. grows stronger

კარლ ჰარცელი - აქციაზე ბევრი რიგითი ქართველი გამოვიდა გარეთ, მათ სურთ, ისარგებლონ შესაძლებლობით, რომელიც ახლა ევროკავშირის მხრიდან მიეცათ

ნახვები: 514 კარლ ჰარცელი - აქციაზე ბევრი რიგითი ქართველი გამოვიდა გარეთ, მათ სურთ, ისარგებლონ შესაძლებლობით, რომელიც ახლა ევროკავშირის მხრიდან მიეცათ

გუშინ რაც ვიხილე, იყო ძალიან დიდი, ღირსეული და მშვიდობიანი მანიფესტაცია საქართველოს პროევროპული არჩევანის, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა.

როგორც კარლ ჰარცელმა აღნიშნა, გუშინდელ აქციაზე ბევრი ადამიანი გავიდა გარეთ, რომლებსაც სურთ, საქართველომ ისარგებლოს შესაძლებლობით, რომელიც ახლა ევროკავშირის მხრიდან მიეცათ.

„პოლიტიკურ ხასიათთან დაკავშირებით კომენტარები გვერდზე გადავდოთ. არ გავაკეთებ კომენტარს, მხოლოდ ვიტყვი, რომ კანონიერ, მშვიდობიან ჩარჩოებში დარჩენა არსებითია. რაც გუშინ მოვისმინე იყო ის, რომ გარეთ გამოვიდა ძალიან ბევრი რიგითი ქართველი, რომელთაც სურთ, საქართველომ ისარგებლოს მომენტით, შესაძლებლობით, რომელიც ახლა ევროკავშირის მხრიდან მიეცა და გადადგას სწორი ნაბიჯები წინ, რეალურად წინ წაწიოს საქართველოს ევროპული დღის წესრიგი.

ნებას თუ დამრთავთ, შეგახსენებთ იმას, რაც კომისიამ თქვა პარასკევს. უკრაინისთვის, საქართველოსა და მოლდოვისთვის ევროპული პერსპექტივის გახსნა, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი, გახდეს ევროკავშირის მომავალი წევრი, რაც არ აგვერიოს მკაფიო „დიახში“ ევროპული კომისიისგან.

გუშინ მოვუსმინეთ პრეზიდენტ მიშელს, რომელიც კარგად არის ცნობილი ამ ქვეყანაში, მან ხაზი გაუსვა, რომ ახლა დროა, გავაცნობიეროთ, უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს ევროკავშირში მომავალი აქვთ. ამ ძლიერი გზავნილებით, ამავდროულად, ჩვენ ვიცით, რომ საქართველოსთან დაკავშირებით მოსაზრება ნაკლებად სახარბიელო იყო, ვიდრე მოლდოვისა და უკრაინისთვის, რაც ხაზს უსვამს ახლა გადამჭრელი ნაბიჯების მიღების საჭიროებას ამ მისწრაფებების დემონსტრირებისთვის. ამისთვის ჩვენ გვაქვს შესასრულებელი საქმეები. ევროპული კომისია ამბობს, რა მოთხოვნები აქვს შესასრულებელი საქართველოს წინსვლისთვის. ვიმედოვნებ, უახლოეს დღეებში ევროპული საბჭოს წევრი სახელმწიფოები დაასკვნიან იმავეს, რაც ევროპულმა კომისიამ. რის შემდეგაც გზავნილი იქნება ძალიან მკაფიო, საქართველოს ევროპული ბედი საქართველოს ხელშია და დაუღალავად მუშაობის დროა აუცილებელი ნაბიჯების გადასადგმელად დღის წესრიგის წინსვლისთვის“, – განაცხადა ჰარცელმა.

ახლა არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე საქართველოს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ევროინტეგრაციის კუთხით, რომ ბიზნესის ხმა, ინტერესები ისმინებოდეს და ამაღლდეს საქართველოს საერთო ევროპული დღის წესრიგი, – განუცხადა კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს „შერატონ მეტეხი პალასში“, სადაც „ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2022“ იმართება.

მისივე თქმით, დღევანდელი ლანჩი ამის ამოსავალი წერტილი იქნება.

„დღევანდელი ლანჩი არის ამის ამოსავალი წერტილი. მჯერა, იქნება კარგი საშუალება მრავალი ბიზნესისთვის როგორც საქართველოს, ასევე ევროპული ხმის გაგონების მიმართულებით და შესაძლებელობების დანახვაში დაგვეხმარება“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

კითხვაზე, „რა არის ქართული და ევროპული ბიზნესისთვის მთავარი გამოწვევები საქართველოსა და ევროპაში“, ჰარცელმა განაცხადა:

„ჩვენ ვცდილობთ, დავრწმუნდეთ, რომ წინა ხაზზე ვიმყოფებით საქართველოს მთავრობასთან ერთად სტრატეგიული პრიორიტეტების განსაზღვრაში დახმარების კუთხით. ჩემთვის ურთიერთკავშირის დღის წესრიგი ერთ-ერთია, რაც აბსოლუტურად გადამწყვეტია. ენერგოეფექტურობა, ენერგეტიკული დივერსიფიკაცია ასევე გადამწყვეტია. ვფიქრობ, „მწვანე პოლიტიკის“ დღის წესრიგი მნიშვნელოვანი იქნება და ჩვენ გავაგრძელებთ მცდელობებს, რათა დავეხმაროთ მცირე, საშუალო ბიზნესს, განვითარდეს და იპოვონ გზა ევროპულ ბაზარზე. ვფიქრობ, ამ ყველაფრის ერთობლიობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რათა დავრწმუნდეთ, რომ საქართველოს ეკონომიკა მოდერნიზდება და მიიწევს წინ“, – აღნიშნა ჰარცელმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა