კოტე კემულარია: რუსეთი ქართული ღვინისა და სასმელების იმპორტის შეზღუდვით „ქართული ოცნებისგან“ მეტ დათმობას მოითხოვს
ეროვნულმა ბანკმა „ბიტექსჩეინჯი“ 572 მილიონ ლარზე მეტით დააჯარიმა — ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას ჩამოაშორეს
დათო გამცემლიძე: მოსკოვის მიერ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების შეზღუდვა შესაძლოა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან თავდაუსხმელობის შეთანხმების მოთხოვნას უკავშირდებოდეს
ზელენსკი: რუსეთმა დიზელზე სანქციების მოხსნისთვის მადლობა ზაპოროჟიეში 12 ადამიანის მკვლელობით გადაიხადა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოსა და ევროკავშირის მეგობრობას ანტიევროპული რიტორიკა აზიანებს
დიდი ბრიტანეთი ტრამპისა და პუტინის შეთანხმების საპასუხოდ: უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ და რუსეთზე სანქციებს შევინარჩუნებთ
Axios: ტრამპმა პუტინთან რუსულ დიზელზე შეთანხმება გადაწყვიტა, რადგან უკრაინამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები არ შეწყვიტა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოში ადამიანები ტროტუარზე დგომისა და „ფეისბუქზე“ პოსტების გამო ციხეში მიდიან - ევროკავშირის მინისტრები ვითარების გაუარესებას განიხილავენ

ჩვენი ძალა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ შეგვიძლია, ერთობლივად გადავჭრათ პრობლემური საკითხები-ოლაფ შოლცი

ნახვები: 559 ჩვენი ძალა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ შეგვიძლია, ერთობლივად გადავჭრათ პრობლემური საკითხები-ოლაფ შოლცი

ნავთობის ემბარგოსთან დაკავშირებით კარგი და კონსტრუქციული დისკუსიები მიმდინარეობს მხარეებს შორის, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ბრიუსელში ევროკავშირის საბჭოს საგანგებო სხდომის დაწყებისას განაცხადა.

შოლცის თქმით, საუბრები ურთიერთშეთანხმების მიღწევის სურვილით მიმდინარეობს.

„ნავთობის ემბარგოსთან დაკავშირებით კარგი და კონსტრუქციული დისკუსიები მიმდინარეობს მხარეებს შორის. წინასწარ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა შესამჩნევია, რომ საუბრები ნამდვილად ურთიერთშეთანხმების მიღწევის სურვილით მიმდინარეობს, ეს ძალიან კარგია. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ერთიანად ვიმოქმედოთ. განხილვების დროს ყოველთვის უნდა იქნას გათვალისწინებული თითოეული ქვეყნის სპეციფიკური მდგომარეობა. ჩვენი ძალა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ შეგვიძლია, ერთობლივად გადავჭრათ პრობლემური საკითხები და ერთიანად ვიმოქმედოთ უკრაინისადმი რუსული აგრესიის წინააღმდეგ“, – განაცხადა შოლცმა.

ევროკავშირის ლიდერების სამიტი დღეს და ხვალ გაგრძელდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა