Ukraine’s air defenses down 112 Russian drones, three missiles overnight
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,990 over past day
Vučić concedes defeat in Parliamentary election
მედია: ტრამპის ადმინისტრაცია ვიქტორ ორბანს გაეროს გენერალური მდივნის პოსტზე მხარს უჭერს – ვაშინგტონი რუსეთისა და ჩინეთის მხარდაჭერის მოპოვებასაც ცდილობს
Trump Administration backs Orbán for UN Secretary-General – media
FM Sybiha: War cannot be ended by stopping Ukraine’s resistance
Zelensky: Bipartisan support for Ukraine in U.S. grows stronger
Melania Trump comments on possible visit to Ukraine

უკრაინის დაცვა, ჩვენს პარტნიორებს იცავს ახალი ომებისა და კრიზისებისგან-ზელენსკი

ნახვები: 514 უკრაინის დაცვა, ჩვენს პარტნიორებს იცავს ახალი ომებისა და კრიზისებისგან-ზელენსკი

უკრაინის დაცვა, ჩვენს პარტნიორებს იცავს ახალი ომებისა და კრიზისებისგან, რომლის პროვოცირებაც რუსეთს შეუძლია, – ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ომის 85-ე დღის ბოლოს გავრცელებულ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში გააკეთა.

ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა აშშ-ის სენატს მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარების გამოყოფისთვის. თუმცა, აღნიშნა, რომ ეს დახმარება საჩუქარი არაა, არამედ პარტნიორების წვლილია, რომელიც მათ საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეაქვთ.

„მე ყოველთვის გულწრფელად ვსაუბრობ, უკრაინის ერთი თვის ბიუჯეტის დეფიციტი ახლა 5 მილიარდი დოლარია. თავისუფლებისთვის ომში, რომ გავძლოთ, გვჭირდება სწრაფი და საკმარისი ფინანსური მხარდაჭერა. ეს პარტნიორების მხრიდან მხოლოდ ხარჯები და საჩუქარი არ არის. ეს არის მათი შენატანი საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. დღეს უკრაინის დაცვა ნიშნავს, პარტნიორების დაცვას ახალი ომებისა და კრიზისებისგან, რომელთა პროვოცირებაც რუსეთს შეუძლია. ამიტომ ყველამ უნდა უზრუნველვყოთ, რომ რუსეთი არ იყოს წარმატებული ჩვენი სახელმწიფო წინააღმდეგ აგრესიაში, არც საბრძოლო, არც ეკონომიკური, არავითარი წარმატება“, – განაცხდა ვოლოდიმრ ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა